გია ხუხაშვილი - "ქართული ოცნებისთვის" შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი არჩევნებში პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა გახდეს

გია ხუხაშვილი - "ქართული ოცნებისთვის" შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი არჩევნებში პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა გახდეს

შესაძლოა, ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი გამოსავალი პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა იყოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, გარკვეულწილად აქტუალური ხდება ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებში.

„თუ გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ არის სარისკო, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ შეეგუება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ან მეორე ნაწილის გამარჯვებას, მას მოუწევს სერიოზული გადათამაშება. თვითონ „ქართული ოცნებაც“ ძალიან ეკლექტურია. სხვადასხვა ჯგუფებს ჰყავთ ალტერნატიული ფავორიტები, რამაც შეიძლება შიდა პარტიული ბალანსი დაარღვიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა იყოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. ეს სახელმწიფოებრივადაც და პირადად მისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან მას სჭირდება ხალხის მანდატი, რაც პოლიტიკურად აღუდგენს პოზიციებს. აქეთკენ შესაძლოა წავიდეს პროცესი, რაც პოზიტიური განვითარება იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არის სერიოზული პრობლემები.

„გამომდინარე იქედან, რომ მას ჰყავს თავისი ლობისტები, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ასეთი კომპრომისი შედგა - მიეცა პირობა, რომ მხარს დაუჭერდნენ, თუმცა არ მისცემია გარანტია. დააკვირდება „ქართული ოცნება“ როგორ გაივლის სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს თვეს დამოუკიდებელი კამპანიით და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიციაზე. პიროვნულად სალომე ზურაბიშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. ეს თვითონ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება თავის ტკივილი. სალომე ზურაბიშვილმა რაღაც თქვა და მთელი „ქართული ოცნება“ თავს იმართლებდა, ანუ მის ყველა განცხადებაზე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმართლოს თავი, რაც ყველასთვის მიუღებელია, მისი ჩარჩოში ჩასმა კი შეუძლებელია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები