ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა

ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შედეგად ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია მოცემული, უკვე შეზღუდვებს ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას შესაბამის სამსახურს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.

მიმდინარე წლის 21 მარტს პარლამენტმა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ" რეზოლუცია მიიღო. 26 ივნისს კი, ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი - დავით გურწიევი; ალიკ ტაბოევი; რაშიდ კანჯი - ოღლი; სლავიკ ბადია; რაულ კორტავა; ზაურ ჭითანავა; ციბრონა (ეკა) ახალაია; ოთარ ტურნანბა; ალიკა წაბრია; რუსლან ჯოპუა; როზა მირცხულავა; დიმიტრ არშბა; ვლადიმერ გუნია; ალხაზ მირცხულავა; გია ტუჟბა; გენრიხ ჭანბა; ვლადიმერ ანუა; ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა; გენადი აშხაცავა; გელა ვანაჩა; ოთარ ფალავანძია; ოლეგ პაპასკირი; აფრიკან ბგანბა; ვახტანგ უბირია; ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი; შურიკ კოკოსკერია; ლევ ბიჩენოვი; გია თუაევი; ფისო ვაზაგოვი; თამაზ ბესტაევი; რამჩიკ ფუხაევი; არკადი ძერანოვი და ზურაბ დუდაევი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები