როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" კლუბ "ბასიანის" რეზიდენტების მიერ მოსკოვში დაგეგმილ გამოსვლას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" კლუბ "ბასიანის" რეზიდენტების მიერ მოსკოვში დაგეგმილ გამოსვლას

15 სექტემბერს კლუბ "ბასიანის" რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისთვის, რომ თბილისური ტექნო-წვეულებების "თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს".

როგორც Red Bull Music Festival Moscow წერს, "მოსკოველების წინაშე წარსდგებიან" კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი, Zurkin და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.

BASSIANI-ს "ფეისბუქ-გვერდზე" აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით უამრავი კრიტიკული კომენტარი ვრცელდება. კლუბის იმედგაცრუებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელში არაერთ ნეგატიური შინაარსის პოსტს აქვეყნებენ:

ფოტო: ლევან ტაბატაძე

ირინა მაჭავარიანი:

”ცეკვა პოლიტიკური აქტია”, ბასიანი ხარისხიან ”კონტენტს” დებს და ტრიო "მანდილი" ან ნანი ბრეგვაძე რუსეთში ტეხავს, ჰო? არადა, один чёрт, тквэн шемогэвлэт, უბრალოდ ორმაგი სტანდარტი მუშაობს. მე იმაზე ვბრაზდები, ისევ ჩვენ რომ გაგვაბანძეს: პარლამენტთან მე რომ ვცეკვავდი, მეგონა, როგორც იქნა თავისუფლების და ღირსების დაცვის იდეების გარშემო გავერთიანდით-მეთქი, მიხაროდა, ვიტირე კინაღამ. ეხლა რუსების ტანცი-შმანცი-აბნიმანცი იქნება მოსკოვში, მაგრამ არ მგონია, ჩვენს თავისუფლებაზე ან ღირსებაზე ფიქრით მოიკლან თავი ძირჟავის შვილებმა.

#პირშიჩალაგამოვლებული მერამდენედ უნდა ვიყოთ.

თეონა ფანქველაშვილი:

ბასიანი!! ფული, ჯოჯოხეთს ანათებს!? #რუსეთშისიმღერასირცხვილია!#რუსეთიოკუპანტია!#რუსეთიმტერია!

კოკა დევდარიანი:

ოკუპანტის ქაფითალში დაკვრა თავისუფლებისთვის ბრძოლად თუ მიგაჩნიათ ჯობია მანდ დარჩეთ ბარემ და ქეთა თოფურიებს და ვალერა მელაძეებს შეუერთდეთ.

რატო არ იღბთ ხმას ძირ-ძველი ბასიანელები?! თქვენ მაინც არ გაქვთ პოლიტ-პარტიების წევრებივით კომენტარებში შეზღუდვა! სირცხვირლია! მეზიზღება ეს ფსევდო თავისუფლებისთვის მებეძოლობა! "მაჭახელა" მირჩევნია ბევრად, რომელსაც არავითარი პრეტენზია არ ჰქონია მაღალ ღირებულებებზე! ლეონწიევის დაბ დღე ემთხვევა, თურმე, და ბარემ ეგეც არ გამაზოთ, კარგად იხდის.

ნიკა ბერიაშვილი:

თქვე ჩმორებო, იქ რაღას იდექით და თავისუფლებაზე გაკიოდით ? თქვე რუბლიონკებო, მელოჩნიკები ხართ ჩვეულებრივი, ეკა კახიანი ბადურაშვილიც წაიყვანეთ ნინიკო, მარშუტკის ფული არ ქონიათ და გაიყოლეთ რო გადაფრინდებით 37 მანეთად.

ფოტო: Nina Runes

ანი კასარელი:

ანტოშკა დაუკარით!

მარიამ ცხვედიანი:

BASSIANI-RASSiANI ან რამე პრინციპი არ გაგაჩნიათ ვისთან უნდა დაუკრათ ხალხნო, ვი დენს თუგედერ კიარა, დასარბევები ყოფილხართ ჩვეულებრივად, რას გიცავდით?!

კატუშა ნემსაძე:

ასე მარტივად ბანძდება ყველაფერი კარგი საქართველოში! კარგი ყური მაინც ჰქონდეთ რუსებს! გოიმობა და ქაჯობა მუდამ თან გზდევთ.

ნინი კიკალიშვილი:

რუსეთის ჰიმნსაც თუ დაუკრავთ, ვაბშე მაგარი პატრიოტი თავისუფალი ტიპები იქნებით, თან ომის შემდეგ 10 წლის თავზე სიმბულურიც იქნება.

გიორგი შანიძე:

ის ხალხი მაინტერესებს ყველაზე მეტად, აქციაზე რო ხაოდნენ, დასავლეთი და ცივილიზაცია ჩვენ ვართო. თორე ესენი რა ყ**იც იყვნენ, ბავშვობიდან ვიცოდი. თქვენი ორმაგი სტანდარტები და თქვენი ფულზე გაყიდული, ამორალური დედები მო**

Rorschach Merebashvili:

მერის არჩევნების წინ საბიანინის დაფინანსებულ ივენთზე რომ მიდიხართ კაი, მაგრამ რუბლს დაენძრა და დოლარში აიღეთ რავი არ დაგაგოიმონ. ყლ**ო

ალექსანდრე ნემსაძე:

რამ გამო**თ BASSIANI? მთელი მსოფლიო გიცბობთ, მაინცდამაინც მოსკოვში რატო უნდა დაუკრათ?

ქეთი კობახიძე:

უდიდესი იმედგაცრუება, ამის გაპრავება კიდე უფრო დიდი ფსკერი, მაშინ რას ვერჩოდით "ერისიონს", ტრიო "მანდილს" თუ ეგენი სვეცკები არ არიან და მარტო მაგათი სიარული ტეხავს? ორმაგი სტანდარტები ყველგან! ორი რუსეთი არ არსებობს და ეს ჩვენზე კარგად იცით! #ვერგააპრავებთ

Street Spirit:

საწყენია ნამდვილად ოკუპაციის 10 წლის თავზე მოსკოვში ჩადიხართ და ოკუპანტებს უნდა დაუკრათ , თქვენთან იმიტომ დავდივარ რო საქართველოში ყველაზე განვითარებული კლუბი არის "ბასიანი", თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ახალგაზრდობას, მთვრობა რო შემოიჭრა თქვენთან პირველი ვიყავი ვინც რუსთაველზე დაგიდქით გვერდში, ამ ყველაფრის მერე სულში აფურთხებთ ქართველ ახალგაზრდებს ამ საქციელით, პრინციპის ამბავია პრინციპის გამო უნდა გეთქვათ უარი მაგ ფესტივალზე გამოსვლაზე, ეს არის დიდი იმედგაცრუება, მარა დარწმუნებული ვარ თქვენ ფეხებზე გკიდიათ ჩემი ან ჩემნაირი ადამიანების იმედგაცრუება, თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ გახსოვდეთ ეს.

თემას ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

როგორ გეადვილებათ ადამიანების განადგურებამდე, მოსპობამდე ლანძღვა. ეს ალბათ რაღაც ერთიანი, ეროვნული დიაგნოზია! არადა რა ცინიკური და სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ხალხისგან რომელიც რუს ტურატესტებზე აქირავებთ ბინას, ემსახურებით რესტორნებში, გიდებად, ემუსაიფებით რუსულ ენაზე სანაპიროზე ან მთაში, ყიდულობთ რუსულ პროდუქტს, ბენზინს ასხამთ ლუკოილშო, სარგებლობთ იანდექსის ტაქსით, საუბრობთ ბილაინის ფასდაკლების პაკეტები. კიდევ უფრო უარესი წახვალთ და ხმას მისცემთ რუსულპასპორტიან ვაშაძეს რომელიც ომიდან 3 თვეში რუს კულტურის მინისტრს ევედრებოდა ჩამოვა რა ჩემი ცოლის დასი და იცეკვებს დიდთეატრშიო, ან კიდევ ქალს რომელსაც ვერ გაურკვევია რატომ გვჭირდება ნატოს სამხედროები, ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში მაგრამ ზუსტად იცის რომ იმ ქვეყანამ დაბომბა თანამოქალაქეები რომლის პრეზიდენტობასაც აპირებს და რომ არა რს ამბავი ისოც ზუსტად იცის რომ პუტინი ომს არ დაიწყებდა და ავიცილებდით თავიდან. ზევით რაც დავწერე ზოგი რამ მესმის, ზოგი ფუნდამენტურად არ მესმი და ზოგი ამბის გამო ალბათ მეც მიფიქრია გულის კუნჭულში რომ მოღალატეა აბა რა არის თქო, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის ან ნაწილის თანამონაწილე ხარ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა იყო მგონი. ღვინოს ან ვენახს რომ მიყიდი რუსს როგორი ბიზნესიცაა ზუსტად ისაა სიმღერაც. და იმ ღვინის ბოთლზეც შეგიძლია დააკრა ცნობილი “პუტინ ხ****ო” ეტიკეტი და მაისურზეც დაიწერო ფეატივალზე მიკროფონთან გამოსულმა. ან მეტი ეფექტისთვის ქართულ დროშია ი ტაბსაცმლით გამოხვიდე და მერე გადაიძრო როცა აუდიტორია უკვე შენია და დატოვო “პუტინ ხ****ო” მაისურთან ერთი ერთზე.

P.S. არავითარი მიზეზი არ მაქვს დავიცვა "ბასიანი" და არც ვაკეთებ ამას. უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცი ვინ მიდის მოსკოვში, ან ეს რეზიდენტი მომღერალი თუ კლაბერი თუ კიდევ რაღაც რას ნიშნავს, არც ის ვიცი თუ მიდიან რას გეგმავენ. შეგნებულად არ ვკითხულობ ახალ ამბებში. მე მხოლოდ ამ ზღვა შერცხვენა, დანამუსება მუქარანარევ ფამანადგურებელ კამპანიაზე ვწერ უცებ რომ ავიტაცებთ ხოლმე.

ქავერფოტო: სანდრო ბუთურიშვილი

"ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ექიმებმა გაიმარჯვეს" - რას წერს ლევან რატიანსა და მის კლინიკაზე covid-19-ს გადარჩენილი პაციენტი

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ყოველ დილით სკოლაში ფეხით მიდის და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას" - რას წერს ჟურნალისტი