"თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა" - რამ გააფუჭა ამჯერად თხილი?

"თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა" - რამ გააფუჭა ამჯერად თხილი?

სამეგრელოში ფერმერებმა თხილის ჩაბარება უკვე დაიწყეს. პროდუქციის ღირებულება წელსაც დაბალია. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩასაბარებელ პუნქტებში თხილის ფასი 50 თეთრიდან იწყება და 2.50-მდე აღწევს.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავალია. თუმცა, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფაროსანაზე მეტად ამ სეზონზე თხილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

„მოსავალი იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ძირითადად, სოკოვანი დაავადებების შედეგად გაფუჭდა. კახეთში ეს პრობლემა არ დგას, რადგან იქ მშრალი ჰავაა და სოფლის მეურნეობის წარმოების კულტურაც შედარებით მაღალია. თუ ფერმერები არ ისწავლიან მცენარის მოვლას, მუდმივად ამ გამოწვევების წინაშე ვიქნებით,“ - აცხადებს მოწერელია. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს თხილის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას - თურქეთს კარგი მოსავალი აქვს. ამასთანავე, ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული ლირა, ამიტომ როგორც მოწერელია აცხადებს, მსოფლიო ბაზარზე თურქული თხილის ფასი 5.80 დოლარი იქნება, ქართულის კი 5.30 დოლარი. განაგრძეთ კითხვა

"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?

"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისში და რომელ უბნებში გაიაფდა ქირის საფასური?