ავტორი:

"მინდოდა გაჩუმებულიყო!" - რას წერდა დღიურში ქალი, რომელმაც 4 შვილი მოკლა და ახლა ციხიდან გამოსვლას ცდილობს

"მინდოდა გაჩუმებულიყო!" - რას წერდა დღიურში ქალი, რომელმაც 4 შვილი მოკლა და ახლა ციხიდან გამოსვლას ცდილობს

მედიაში ვრცელდება ავსტრალიელი ქალის დღიურის ჩანაწერები, რომელმაც 4 შვილი მოკლა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, კეტლინ ფოლბიგს სასამართლომ განაჩენი 2003 წელს გამოუტანა. მან 1989-დან 1999 წლამდე პერიოდში საკუთარი შვილები მოკლა, ორი ბიჭი და ორი გოგო. ფოლბიგი 51 წლისაა, დანაშაულის სასჯელად მას 40 წლიანი პატიმრობა დაუდგინეს.

ჩანაწერები, რომელიც ავსტრალიურმა მედიამ გაავრცელა, შემზარავია.

თავი მსოფლიოში ყველაზე ცუდი დედა მგონია. მეშინია, რომ ისიც ისე დამტოვებს, როგორც სარამ დამტოვა.

ვიცოდი, რომ მასთან ხშირად არ მყოფნიდა მოთმინება, ხშირად სასტიკიც ვიყავი. ის წავიდა, ცოტა დახმარება დასჭირდა.

მხოლოდ ის მინდოდა, გაჩუმებულიყო და ერთ დღეს გაჩუმდა კიდეც!

ფოლბიგმა გასაჩივრების უფლება გამოიყენა და ახლა ფიქრობს, რომ პეტიციამ, რომელიც მისმა ადვოკატებმა შეადგინეს, შესაძლოა, პატიმრობისგან გაათავისუფლოს.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო მტკიცებულებები ფოლბიგის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო განხილვების დროს წარმოადგინეს, ყალბი იყო.

უზენაესმა სასამართლომ კეტლინს ბრალი დასდო 19 დღის კელების ( 1989 წლის თებერვალი), 7 თვის პატრიკის (1991 წლის თებერვალი), 10 თვის სარას (1993 წლის აგვისტო) და 18 თვის ლორას (1999 წლის თებერვალი) მკვლელობაში.

ფოლბიგმა და მისმა ადვოკატებმა ვერ დააჯერეს სასამართლო, რომ ბავშვები ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ.

პროკურორი მარკ სპიკმენი ამბობს, რომ სახელმწიფო მზად არის, კიდევ ერთხელ გადახედოს სასტიკი მკვლელობების საქმეს. განცხადებას საქმესთან დაკავშირებით პროკურორი უახლოეს დღეებში გააკეთებს.

კეტლინის სატელეფონო საუბრები ციხიდან დაწესებულების ხელმძღვანელებს აქვთ ჩაწერილი. ფოლბიგი მეგობრებთან ამბობს, რომ დღიურში ჩანაწერები დაუცველი დედის პოზიციიდან გააკეთა, რადგან ის იყო ქალი, რომელიც მუდმივად საკუთარ თავს ადანაშაულებდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ