Newsweek-მა ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის წახდენაში დაადანაშაულა

Newsweek-მა ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის წახდენაში დაადანაშაულა

ცუდი ორგანიზაციის გამო ათასობით გულშემატკივარმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასვლა გადაიფიქრა, - ამტკიცებს The Newsweek.

სტატიის ავტორის აზრით, პასუხი თავად ფიფას პრეზიდენტს ზეპ ბლატერს მოეთხოვება, რომელსაც ”ფულის ტომარად” მოიხსენიებს. ბილეთების გაყიდვისა და სასტუმროთა დაჯავშნის კონტრაქტების ბლატერისეულმა პოლიტიკამ სამხრეთ აფრიკა მილიონობით დოლარით აზარალა, - მიიჩნევს ავტორი.  

საუბარია მზაკვრულ გარიგებაზე კომპანიასთან MATCH Services AG, რომლის ნაწილობრივი მფლობელიც ბლატერის ძმისშვილი, ფილიპეა. ამ კომპანიამ სამხრეთ აფრიკის სასტუმროებსა და პანსიონებში ნომრები დაჯავშნა და შემდეგ გააძვირა. მაგალითად, თუ იოჰანესბურგის სასტუმროებში ნომერი ჩვეულებრივ 100 დოლარი ღირდა, კლიენტებს 200 დოლარად სთავაზობდნენ.

ამ ყველაფრის შედეგად სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის უამრავმა მსურველმა, რომელსაც ავიაბილეთებში, სულ ცოტა, 1500 დოლარი ჰქონდა გადახდილი, გამგზავრება სულაც გადაიფიქრა.

ბილეთების სიძვირის გამო სამხრეთ აფრიკის მეზობელი სახელმწიფოებიდან ჩემპიონატზე არა 50 ათასი, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ 11 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. ბლატერმა მდგომარეობის გამოსასწორებლად ადგილობრივებისთვის ბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა - ჩემპიონატის სასტარტო 11 მატჩიდან ანშლაგით მხოლოდ 4 წარიმართა.

უბედურება ის არის, რომ სამხრეთ აფრიკამ ინფრასტრუქტურისა და სტადიონების მოსამზადებლად 4 მილიარდი დოლარი დახარჯა, მაგრამ რამდენიმე ახალაშენებული სტადიონს ჩემპიონატის შემდეგ ეკონომიკური პერსპექტივა არ აქვს. რაც შეეხება ფიფას, რომელმაც ტრანსლიაციების გაყიდვით 2,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, გულუხვობით არ გამოირჩევა - ქვეყნის რამდენიმე სტადიონის პერსონალი უკვე აჯანყდა, რომ დაპირებული დღიური 65 დოლარის ნაცვლად 25-ს უხდიან.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო