ავტორი:

15 პროდუქტი, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

15 პროდუქტი, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ყველამ ვიცით, რომ თავის ტვინის სრულფასოვან მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი. დაღლილობას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებას სხვა მიზეზებთან ერთად თავის ტვინის დაძაბული მუშაობაც იწვევს. ჩამოგითვლით პროდუქტებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე და, ამასთან ერთად, სიცოცხლის ხალისსაც მატებს ადამიანს:

1. წყალი

წყლის დეფიციტმა თავის ტვინი შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს. დღეში 10 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოთ.

2. თევზი

თევზის შემადგენლობაში შემავალი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები და ომეგა-3 ჯგუფის მჟავები არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და სისხლძარღვების ქოლესტერინის ფოლაქებისგან გაწმენდას უწყობს ხელს. ცნობილია, რომ DНА-ს დაბალი დონე იწვევს მეხსიერების დაქვეითებას და ალცჰაიმერის დაავადებას. ამიტომ ასაკოვან ადამიანებს ურჩევენ, თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად რაციონი ომეგა-3-ის შემცველი საკვებით გაიმდიდრონ.

3. რთული ნახშირწყლები

თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია განსაზღვრული რაოდენობის "საწვავი". სწორედ ასეთი საწვავია ნახშირწყლები. რთული ნახშირწყლებია ღერღილი მარცვლეულის პური, ბურღულის ფაფა და მაკარონი, ასევე - სიმინდი, კარტოფილი და სხვა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ნახშირწყლები გადამუშავდება და თავის ტვინის უჯრედების კვებას უზრუნველყოფს.

4. ხილ-ბოსტნეული

ხილ-ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ჯანსაღი კვების საფუძველია. საუკეთესოა მოცვი, მაყვალი, შტოში, ისპანახი, მარწყვი, ჟოლო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, ქლიავი, ავოკადო, ფორთოხალი, წითელო ყურძენი, წითელი ბულგარული წიწაკა, ალუბალი და კივი.

5. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერება პოლიფერინს, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ნეიროდეგენერაციული დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, მწვანე ჩაის შეუძლია ათეროსკლეროზის, გულის დაავადებების, თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემების პროფილაქტიკა. ის სისხლის არტერიული წნევის დარეგულირებასაც უწყობს ხელს.

6. კვერცხი

კვერცხი მდიდარია ქოლინით (ბ ვიტამინით), რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს დაღლილობას. კვერცხი აუცილებელია თავის ტვინის მემბრანის ჯანსაღი ფუნქციობისთვის.

7. კაკაო

სულ ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაკაოს მარცვლები შეიცავს ძალიან სასარგებლო ნივთიერებას - ანტიოქსიდანტ ფლავანოლს, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მაგრამ ყოველგვარი კაკაო როდი შეიცავს საჭირო რაოდენობის ფლავანოლს. საქმე ისაა, რომ ეს ნივთიერება სასმელს მწარე გემოს აძლევს, რის გამოც მწარმოებლები კაკაოს ხშირად აცლიან ფლავანოლს.

განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ