ავტორი:

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც აშშ-ში ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსია

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც აშშ-ში ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსია

"მე ხელოვანი ვარ და არ მეგულება საქართველოში ხელოვნების რომელიმე სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ ეყვარება. ყველაზე დიდი განცდა და გულისტკივილი სწორედ ჩვენი პროფესიის ადამიანებს გადააქვთ საკუთარ მხრებზე, მაგრამ ამას სხვების საწყენად არ ვამბობ. სულს არ ვიშურებთ, მაყურებლამდე მივიტანოთ ქვეყნის ტკივილი და ამას დიდ ენერგიას ვახმართ. საქართველო მსოფლიოს ვერ დაიპყრობს, მაგრამ ქართველ კაცს შეუძლია მსოფლიოს დაპყრობა!" - ამბობს მსახიობი და სცენარისტი გიორგი დარჩიაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ წლები მხოლოდ ციფრებია, სხვა არაფერი. ის ემიგრანტია და როგორც ყველა ემიგრანტი, სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. გიორგიც არ ეპუება სირთულეებს და მომავალს იმედიანად შეჰყურებს. მისი შესაძლებლობები და სურვილი ამის საფუძველს იძლევა.

ამერიკაში თავიდან ძალიან გაუჭირდა იმის გამო, რომ საბუთები არ ჰქონდა. იძულებული გახდა, სხვადასხვა ადგილზე ემუშავა. პირველი ორი წელი მისთვის რთული იყო იმის გამოც, რომ ენა არ იცოდა, შემდეგ მოხდა ისე, რომ Green Card-ი მიიღო. შტატებში გიორგიმ წარმატებით გაიარა FBI-ს საოფიცრო კურსი და ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსი გახდა, ჩააბარეს ოთხი ბლოკი, ანუ ქუჩა და სამი მილიარდი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი. მას ბროდვეის ქუჩის უსაფრთხოებაც ანდვეს. მსახიობის ალღო ახალ პროფესიაშიც დაეხმარა, კარგად ახერხებს ადამიანების ხასიათის ამოცნობას.

გიორგი თბილისში 1958 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა... 4-5 წლის იქნებოდა, მშობლებმა კავთისხევში რომ წაიყვანეს ახლობლის დაკრძალვაზე. დედ-მამამ გიორგი ნათესავს ჩააბარა, მაგრამ გაიპარა და ჩუმად გაჰყვა ავტობუსს სასაფლაოზე. მანქანიდან ადევნებდა თვალს დაკრძალვას და დაინახა, როგორ გაწყდა თოკი და მესაფლავეებს მიცვალებული საფლავში ჩაუვარდათ. იქ ატეხილმა ტირილმა და აურზაურმა დააფრთხო ბავშვი, სიკვდილის შიში ჩაუნერგა. შეშინებულს დიდხანს აწყნარებდნენ მშობლები, მაგრამ ვერაფრით აუხსნეს, რატომ მარხავდნენ ახალგაზრდა კაცს...

ამის მერე გიორგის გონებაში სიკვდილის შიში ჩაიბეჭდა და ის დეპრესიამ მოიცვა.ერთხელ, მამამ თეატრში წაიყვანა სპექტაკლზე - ამ დღეს გიორგის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მან დაინახა, რომ სცენაზე "მოკლული" ადამიანი სპექტაკლის მერე "ცოცხალი" იყო. იფიქრა, რომ მსახიობობა ჯადოსნური პროფესია გახლავთ, რომელიც ადამიანს "უკვდავს" ხდის და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ოცნება მსახიობობაზე. აქტიურად ჩაება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ის ხვდებოდა, რომ კარგი მსახიობი მუდამ ფორმაში უნდა ყოფილიყო....

გიორგიმ 87-ე სკოლა დაამთავრა. აქ იგი აქტიურად იყო ჩაბმული დრამწრეში და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში. შემდგომ იყო გასაოცარი და ულამაზესი სტუდენტობის წლები. თეატრალურ ინსტიტუტში მეტყველებისა და მხატვრული კითხვის პედაგოგი გურამ საღარაძე გახლდათ. ასწავლიდა ლილი იოსელიანიც. სტუდენტურ სპექტაკლებში მუშაობდა დიმიტრი ალექსიძესთან. მისი ხელმძღვანელები იყვნენ გია და ლეო ანთაძეები, რომლებსაც საოცარი სითბოთი იხსენებს. მე-4 კურსს ამთავრებდა, როცა მთავარი როლი ითამაშა ალინა აბაშმაძის გადაღებულ ფილმში "ქართლოსიანთა საკურთხეველი" - 24 წლის გიორგისათვის ეს პირველი მთავარი როლი იყო ქართულ ფილმში. იგი ფარნავაზის ძმადნაფიცის, დიდებული ვამეხის როლს თამაშობდა. მანამდე იყო "ტაჯიკფილმის" გადაღებული "საკონტროლო ზოლი"...განაგრძეთ კითხვა

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია

რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა

"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე