ავტორი:

საქართველოს რობოტიკის გუნდმა First Global-ის რობოტების საერთაშორისო კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა First Global-ის რობოტების საერთაშორისო კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტების საერთაშორისო კონკურსის First Global პირველ ტურში გაიმარჯვა. მათ მოწინააღმდეგე სამი გუნდი დაამარცხეს.

"დავასრულეთ პირველი ტური. ერთმანეთს 3-3 გუნდი ეჯიბრებოდა. ჩვენ ვიყავით ალიანსში ევროპის და ტოგოს გუნდთან. სამწუხაროდ, მათი რობოტები გაითიშნენ მატჩის დროს და ამიტომ მოგვიწია მარტო გვეთამაშა. საბედნიეროდ, შევძელით, რომ მარტო მოგვეგო ეს მატჩი.

მოწინააღმდეგე ალიანსში იყვნენ კანადის, ყირგიზეთის და კაბო-ვერდეს გუნდები. ფაქტობრივად, მათ სამ რობოტს მოვუგეთ ჩვენი ერთი რობოტით, რომლის აწყობა ერთ დღეში მოგვიწია, რადგან ჩვენი საკონკურსო რობოტი ვანო თბილისიდან მექსიკამდე გზაში დაიკარგა" - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია.

გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ