ავტორი:

“ბოლოს, დაახლოებით ერთი საათით ადრე მომწერა: “ძალიან მიყვარხარო” - ვერიკო ტურაშვილი ზუზუ ბეჟაშვილზე

“ბოლოს, დაახლოებით ერთი საათით ადრე მომწერა: “ძალიან მიყვარხარო” - ვერიკო ტურაშვილი ზუზუ ბეჟაშვილზე

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის მეგობრის, ვერიკო ტურაშვილის თქმით, გარდაცვლილს ის ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით ეკონტაქტა.

მისივე განმარტებით, პოლიციას ზაზა ბეჟაშვილის მეგობრები არ დაუკითხავს.

“ბოლოს ჩემთვის დაახლოებით ერთი საათით ადრე აქვს მოწერილი, “ძალიან მიყვარხარო”, - აღნიშნა ვერიკო ტურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, ვერიკო ტურაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გარდაცვალებამდე მსახიობი ვისთან იმყოფებოდა.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია