ავტორი:

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."

დოლიძის ქუჩაზე, სადაც ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მსახიობი სავარაუდოდ, სტუმრად იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ამ კორპუსში არ ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, მსახიობი ლიფტში შესვლისას შეუძლოდ გახდა. ზუზუ ბეჟაშვილის ცხედარი სწორედ ლიფტში იპოვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

“პოლიცია როდესაც მოვიდა და მკითხა, მერე გამოვიხედე. თქვეს, რომ გვამი იპოვეს. სხვა არაფერი ვიცი“, - განაცხადა იმ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც მსახიობის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილის მეგობრის, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის თქმით, მეგობრებმა არ იციან, ვისთან იმყოფებოდა სტუმრად ბეჟაშვილი:

"დაგვირეკეს... არც ვიცით ვისთან იყო. იპოვა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლიფტში. წაიქცა, როგორც ჩანს, და ნახევრად იყო ლიფტიდან... ანუ ფეხები ჰქონდა გარეთ. შემდეგ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა ამ ადამიანმა, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული იყო..." - აღნიშნა რაზმაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რა იციან დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა "ზუზუს" გარდაცვალებაზე? - მსახიობი კორპუსში, სადაც ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო