ავტორი:

ქართველი მოსწავლეების წარმატება მექსიკაში - საქართველოს რობოტიკის გუნდი First Global-ის კონკურსზე ამ ეტაპზე ლიდერთა ხუთეულშია

ქართველი მოსწავლეების წარმატება მექსიკაში - საქართველოს რობოტიკის გუნდი First Global-ის კონკურსზე ამ ეტაპზე ლიდერთა ხუთეულშია

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global რვა თამაშიდან შვიდი მოიგო. ამ დროისთვის საერთო რეიტინგში 193 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს გუნდი მე-5 ადგილზეა. პირველ სამ ადგილს ამ ეტაპისთვის ამერიკის, მექსიკის და რუმინეთის გუნდები იკავებენ. კონკურსის ფინალი 19 აგვისტოს გაიმართება.

"ამ დროისთვის სულ რვა თამაში ვითამაშეთ. მხოლოდ ერთი წავაგეთ, რადგან შეიქმნა ტექნიკური პრობლემა - ვერ მოხერხდა სისტემასთან დაკავშირება. ამასთან გამოძვრა კაბელი და რობოტი უფუნქციო გახდა. ორი თამაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. ერთში ამერიკის და კონგოს გუნდთან ვიყავით ალიანსში, მეორეში კი მალდივებთან და ნამიბიასთან.

კარგი სტრატეგია შევიმუშავეთ და მაღალი ქულები ავიღეთ. ბოლო თამაში იყო განსაკუთრებით რთული, რადგან იმ ორ გუნდს, რომელთან ერთად ვიყავით ალიანსში, არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ სამივე რობოტის დავალებები და გავიმარჯვეთ. საერთო ჯამში საკმაოდ კარგი ქულები დავაგროვეთ", - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. კონკურსის თემა განახლებადი ენერგიაა, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ. თითოეულ კონკურსში ერთმანეთს სამი გუნდისგან შემდგარი ალიანსები ეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია. გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ