საქართველოს რობოტიკის გუნდმა რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა. ფინალურ ტურში 48 ქვეყნის გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. ისინი 3-3 ქვეყნის გუნდისგან შემდგარი ალიანსებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ალიანსმა, რომელშიც საქართველო, დიდი ბრიტანეთი და ყატარი შედიოდა მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე რუმინეთის, სინგაპურისა და გერმანიის ალიანსია.

"ამაყი ვართ, რომ ასე წარმოვაჩინეთ საქართველო. 193 ქვეყანაში მესამე ადგილი ძალიან დიდი მიღწევაა. შეჯიბრამდე ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. იცით, რომ რობოტი დაიკარგა გზაში და რამდენიმე საათში მოგვიწია თავიდან აწყობა. ამიტომ საპრიზო ადგილს არ ველოდებოდით. ჩვენი მიზანი ათეულში მოხვედრა იყო, მაგრამ საბრძოლო განწყობაზე ვიყავით, დიდი შრომა ჩავდეთ, და ვფიქრობთ, რომ ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება. ვფიქრობთ, რომ ასეთ კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. რაც მეტ ასეთ პროექტში ჩავერთვებით, მით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ტექნოლოგიებით და ქვეყანა განვითარდება ამ მიმართულებით" - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. კონკურსის თემაა: განახლებადი ენერგია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ. თითოეულ კონკურსში ერთმანეთს სამი გუნდისგან შემდგარი ალიანსები ეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია. გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

"დარწმუნებული ვარ, გაქცევისთვის ემზადებოდა...  ფულს აგროვებდა" - რას ამბობს მამა 13 წლის მოზარდზე, რომელსაც მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ქალი, რომელსაც გარდაბანში დაუდასტურდა კორონავირუსი, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან