ავტორი:

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დედალაქში მოსული ძლიერი წვიმის გამო გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ამასთან, უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გზებზე შეზღუდვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ