ავტორი:

ვინ არის ავსტრიელი მინისტრი, რომლის ქორწილშიც პუტინმა მოილხინა

ვინ არის ავსტრიელი მინისტრი, რომლის ქორწილშიც პუტინმა მოილხინა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, 53 წლის კარინ კნაისლის გათხოვებას ალბათ ყურადღებას ბევრი არავინ მიაქცევდა, ერთი გარემოება რომ არა - 18 აგვისტოს ქორწილში სტუმართა შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მიიწვიეს.

რუსი ლიდერის ავსტრიაში ვიზიტი - უკვე მეორე ამ ზაფხულის განმავლობაში - მოულოდნელი იყო. მასმედიას არასდროს არაფერი დაუწერია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასე ახლოს მეგობრობს კარინთან და მისი გულის რჩეულთან, 65 წლის ბიზნესმენ ვოლგანგ მაილინგერთან.

მსგავს მიწვევებზე ვლადიმერ პუტინი არცთუ ისე ხშირად თანხმდება - მაგალითად, 2015 წელს იგი არ წავიდა თავისი პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ქორწილში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ტატინა ნავკა ამბობდა, რომ პრეზიდენტი მივიწვიეთო.

ქორწილი შაბათს ავსტრიის ფედერალურ მხარეში, შტირიაში გაიმართა, სადაც პუტინმა, ბერლინისაკენ მიმავალმა გადაუხვია, გერმანიის დედაქალაქში კი მას კანცლერი ანგელა მერკელი მოსალაპარაკებლად ელოდა. როგორც ამბობენ, პუტინის სტუმრობის გამო, ქორწილში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, ავსტრიის სპეცსამსახურები საგანგებოდ ემზადებოდნენ და შესაბამის წრთვნებს ატარებდნენ ქორწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეტიც, პუტინის ესკორტის გამო ავტობანიც კი გადაკეტეს.

კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეო პოლიტიკურ უწყებას გასული წლის ზამთრიდან ხელმძღვანელობს. მას ვენიდან სამხრეთით პატარა ფერმა აქვს, მშვენივრად ერკვევა ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში (დაიბადა ვენაში, მაგრამ გაიზარდა ამანში, იორდანია) და არაერთხელ მოუწოდებია ყველასთვის რუსეთთან დიალოგზე წასვლა - მოსკოვისა და დასავლეთის კონფრონტაციის ფონზე. კარინ კნაისლმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი, ფლობს შვიდ ენას - არაბულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, უნგრულს, ჩინურს და ივრითს, ხოლო მშობლიურმა გერმანულმა ენამ მას, სავარაუდოდ, საშუალება მისცა ქორწილის დროს ესაუბრა ვლადიმირ პუტინთან, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად...განაგრძეთ კითხვა

რუსეთში მოღვაწე სომეხ ჟურნალისტს სომხეთის პატრიარქმა ეროვნება ჩამოართვა, მისი ფოტო ტაძრიდან გამოიტანა და არაქსში ჩააგდო

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

"არის საშიშროება" - რატომ არ ეთანხმება Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი სკოლების გახსნას?