უნდა დაუჭიროს თუ არა "ქართულმა ოცნებამ" მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას? - გამოკითხვის შედეგები

უნდა დაუჭიროს თუ არა "ქართულმა ოცნებამ" მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას? - გამოკითხვის შედეგები

გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

Ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

გამოკითხვაში, რომელიც აღნიშნულ ვებ-გვერდებზე 14 აგვისტოდან მიმდინარეობდა, მონაწილეობა 25 697-მა პირმა მიიღო. შეკითხვაზე: თქვენი აზრით, უნდა დაუჭიროს თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას? - მკითხველთა 54%-მა აირჩია კატეგორია: „არა, უნდა წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა“. გამოკითხვაში მონაწილეთა 30% ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს „მხარი უნდა დაუჭიროს“, 16%-მა კი აღნიშნა, რომ შეკითხვაზე პასუხი „არ იცის“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები