რბოლა გორაკის აღმართზე "მონსტრმა" მოიგო

რბოლა გორაკის აღმართზე "მონსტრმა" მოიგო

იაპონელმა მრბოლელმა ნობუხირო ტაჯიმამ, მეტსახელად "მონსტრმა"  შეჯიბრი პაიკს პიკის გორაკის აღმართზე ასვლაში მოიგო. ტაჯიმამ დისტანცია 10 წუთში, 11 წამსა 490 მეათასედ წამში გაიარა, რითიც საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუარესა.  

არადა, ტაჯიმა 2007 წელს დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებას ვარაუდობდა.

"იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, რომ სწრაფად მივდიოდი. მანქანაც ბრწყინვალედ მუშაობდა", - განაცხადა ტაჯიმამ შეჯიბრის შემდეგ.

კიდევ უფრო გაუცრუვდა იმედი რის მილენს, რომელიც რბოლის დაწყებამდე აცხადებდა, რომ წარმატებას მიაღწევდა და ისევე როგორც მამამისი 2007 წელს, რეკორდულ დროს აჩვენებდა. მილენს მიზნის მიღწევაში HYUNDAI ეხმარებოდა, თუმცა მანძილის გავლას 11 წუთი, 6 წამი და 208 მეათასედი წამი მოანდომა და რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა.

პაიკს პიკის გორაკის აღმართზე რბოლა ერთ-ერთი უძველესი საავტომობილო შეჯიბრია ამერიკაში და ის 1916 წლიდან იმართება. 156 მოსახვევისგან შემდგარი ტრასის სტარტი ზღვის დონიდან 2862 მეტრ, ფინიში კი – 4301 მეტრ სიმაღლეზეა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო