ბრიტანული გამოცემა «Daily Mail» აქვეყნებს სტატიას, რომელიც გვაუწყებს, რომ ავსტრალიაში მიხეილ ფომენკო, მეტსახელად,"ტარზანი" გარდაიცვალა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი თავადის ასულის ელისაბედ მაჩაბლის ვაჟი იყო.
ბენ ჰილის სტატიაში ვკითხულობთ:
"ავსტრალიაში მიხეილ ფომენკო, მეტსახელად, "ტარზანი", 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თავადის ასულის შვილი იყო, მაგრამ მას უფრო მოგზაურობა და ტროპიკული ტყეები იზიდავდა, ჰომეროსის "ოდისეას" წაკითხვის შემდეგ. იგი 60 წლის განმავლობაში გაურბოდა თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებას, ჯუნგლებში შიშველი ხელებით ნადირობდა, გარეულ ღორებსა და ნიანგებს ხოცავდა.
როგორც ამბობენ, მიხეილ ფომენკო თავადის ასულ ელისაბედ მაჩაბელისა და სპორტსმენ დანიელ ფომენკოს ვაჟი იყო, თუმცა ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. იგი თურმე 1930 წელს საქართველოში დაბადებულა, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახს იაპონიაში გაქცევა მოუხერხებია, მაგრამ როცა 1937 წელს იაპონია ჩინეთში შეიჭრა და წყნარი ოკეანის ნაპირებზე ომი დაიწყო, მიხეილ ფომენკოს დედ-მამა ისევ გაიქცა და ვაჟი ავსტრალიაში, სიდნეიში წაიყვანეს. განაგრძეთ კითხვა