ავტორი:

29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ - საუდის არაბეთში ხმაურიანი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ - საუდის არაბეთში ხმაურიანი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

საუდის არაბეთში აქტივისტ ქალს საჯაროდ თავის მოკვეთა ემუქრება. მას შიიტების მიერ ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში ედება ბრალი. თუ 29 წლის ისრაა ალ-გომგამს სიკვდილს მიუსჯიან, ის პირველი ქალი აქტივისტი იქნება, რომელსაც ულტრაკონსერვატიულ სამეფოში თავს მოჰკვეთენ.

CNN ორგანიზაციის Human Rights Watch-ისა და გერმანიაში მცხოვრები საუდელი აქტივისტის ალი ადუბისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაა და მისი ქმარი იმ ხუთ შიიტ აქტივისტს შორის არიან, რომლებსაც საპროტესტო აქციების გამო დასჯიან - აქციების მონაწილეები ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრები 2 მილიონი შიიტი მოქალაქის უფლებების გაზრდას ითხოვდნენ.

ალი დაუბისი ამბობს, რომ დაკავებულ აქტივისტებს რამდენიმე ბრალი აქვთ წაყენებული - საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ინტერნეტში აქციის ამსახველი კადრების გავრცელების გარდა, მათ ტერორისტულ ჯგუფში გაწევრიანებაშიც ადანაშაულებენ.

თუმცა, Human Rights Watch აცხადებს, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი აქტივიზმისთვის ასამართლებენ.

პროკურატურა ალ-გომგამისთვის, მისი ქმრისთვის და კიდევ სამი მამაკაცისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს. საუდელი მაღალჩინოსნები დასავლურ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„სიკვდილით დასჯის ნებისმიერი შემთხვევა აღმაშფოთებელია, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი ისეთი აქტივისტებისთვის, როგორიც ისრაა ალ-გომგამია, რომელსაც ძალადობაც კი არ ბრალდება, კიდევ უფრო საზარელია,“ - ამბობს ორგანიზაციის Human Rights Watch წარმომადგენელი სარა ლეა უიტსონი.

Newsweek წერს, რომ საბოლოო პროცესი აქტივისტების საქმეზე 28 ოქტომბერს გაიმართება. თუ სასამართლო სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მიიღებს, განჩინებას ხელს მეფე სალმანი მოაწერს და ისრაას ქმართან და სამ აქტივისტთან ერთად თავს მოჰკვეთენ.

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში