ავტორი:

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ტანზანიელი მცირეშემოსავლიანი მაღაროელი ერთ დღეში მილიონერი გახდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, მაღაროელმა უიშვიათესი და ძალიან ძვირფასი ტანზანიტის ქვები იპოვა.

საინინიუ ლაიზერმა ტანზანიტის 2 ქვა 3.4 მილიონ დოლარად გაყიდა. ქვები ტანზანიის მინერალების მინისტრმა შეიძინა. ორივე ქვა საერთო ჯამში 15 კგ-ს იწონიდა.

"ხვალ დიდი წვეულება გვექნება“, - ამბობს ლაიზერი, რომელსაც BBC-ის ცნობით 30-ზ მეტი შვილი ჰყავს.

ტანზანიტი არის ძვირფასი ქვა, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ტანზანიაში მოიპოვება და ის სხვადასხვა სამკაულების გასაკეთებლად გამოიყენება.როგორც ადგილობრივი გეოლოგი ამბობს, ეს ქვა შეიძლება მომდევნო 20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიშვიათდეს. ტანზანიტი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს, მათ შორის მწვანე, წითელი, მეწამული და ცისფერი.

მაღაროელმა საინინიუ ლაიზერმა ქვები გასულ კვირას აღმოაჩინა. ერთი მათგანი 9.2 კგ-ს იწონის, მეორე კი 5.8 კგ-ს. აქამდე მოპოვებულ ტანზანიტებს შორის ყველაზე დიდი ქვა 3.3 კგ-ს იწონიდა. ლაიზერს ტანზანიის პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულიმაც დაურეკა და მიულოცა ასეთი აღმოჩენა.

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მდიდარი ქვეყანაა ტანზანია“, - ამბობს პრეზიდენტი.

ახალი მილიონერი 52 წლისაა და 4 ცოლი ჰყავს. ის ამბობს, რომ ამ ამბის აღსანიშნავად ძროხებს დაკლავს.

“მინდა, რომ სავაჭრო ცენტრი, მოლი და სკოლა ავაშენო. მინდა სკოლა ჩემს სახლთან ახლოს ავაშენო. აქ ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია, რომლებსაც არ შეუძლიათ, რომ ბავშვები სკოლაში ატარონ. მე განათლება არ მიმიღია, მაგრამ მომწონს როცა პროფესიონალურად აკეთებენ საქმეს. ამიტომ მსურს ჩემმა შვილებმა საქმე პროფესიონალურად წარმართონ“, - ამბობს ახალი მილიონერი.

მისივე თქმით, გამდიდრების მიუხედავად არ აპირებს ცხოვრების სტილის შეცვლას და გეგმავს გააგრძელოს კვლავ თავის 2 000 ძროხაზე ზრუნვა, ფიქრობს, რომ მიუხედავად ამხელა სიმდიდრისა, არც გაძლიერებული დაცვა სჭირდება.

"თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, არანაირი პრობლემა არ არის და მე შემიძლია ღამითაც ვისეირნო ისე, როგორც აქამდე“, - ამბობს მილიონერი.

"კორონავირუსზე ტესტს ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ, რეგულარულად ვიტარებ" - პუტინი

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)