ავტორი:

ახალგაზრდა ანგელა მერკელმა ღამე მცხეთის მილიციაში გაათია? - ფეხბურთზე, მზარეულობასა და მებაღეობაზე შეყვარებული კანცლერი

ახალგაზრდა ანგელა მერკელმა ღამე მცხეთის მილიციაში გაათია? - ფეხბურთზე, მზარეულობასა და მებაღეობაზე შეყვარებული კანცლერი

2017 წლის სექტემბერში გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიის გამარჯვების შედეგად, 63 წლის მერკელი, 12 - წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის კანცლერი უკვე მეოთხე ვადით გახდა.

ანგელა დოროთეა მერკელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია. მისი ბიოგრაფია ჰამბურგიდან იწყება, სადაც მომავალი პოლიტიკოსი 1954 წლის 17 ივლისს მასწავლებლისა და ბერლინ-ბრანდერბურგის ლუთერანულის ეკლესიის მღვდლის ოჯახში დაიბადა.

ცოტა ხანში მერკელის ოჯახი ჯერ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შემდეგ კი, ქალაქ ტემპლინში გადავიდა. მალევე ანგელას და - ირენე და ძმა - მარკუსი ეყოლა.

ძალიან კარგი მოსწავლე ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით. ანგელას თქმით, სკოლაში ყველაზე კარგად რუსულსა და მათემატიკას სწავლობდა, სწორედ ამ მიმართულებით ჩააბარა წარმატებით გამოცდები 1973 წელს.

ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მერკელმა გადაწყვიტა სწავლა ლაიფციგის კარლ მარქის სახელობის უნივერსიტეტეში გაეგრძელებინა, სადაც ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ პერიოდიდან გოგონა აქტიურად ერთვება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში

ანგელა მერკელი პირველი გერმანელი ქალია, რომელმაც წარმატებით დაიკავა კანცლერის პოსტი. მედიაში წერენ იმასაც, რომ მერკელი იმ დროს ყველაზე ახალგარზდა კანცლერი იყო.

პოლიტიკური კარიერა 1989 წელს "დემოკრატიულ პარტიაში" მუშაობით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მერკელი ვოლფგანგ შნურის პარტიაში რეფერენტად იწყებს მუშაობას, ცოტა ხანში კი პარტიის პრესსპიკერი ხდება.

1990 წლის ბოლო ის ბუნდესტაგის დეპუტატი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, თავისი კარიერა "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს" დაუკავშირა. 2005 წელს ის გერმანიის პირველი ქალი კანცლერი გახდა.

ჟურნალ "ფორბსმა" მერკელი რამდენჯერმე დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალ პოლიტიკოსად. მას ახალ "რკინის ლედიდ" მოიხსენიებენ.

არაპოლიტიკოსი მერკელი

გერმანიის კანცლერს უყვარს ბაღში მუშაობა, კერძების მომზადება. სიამოვნებით აცხობს ღვეზელს და ამბობს, რომ მისი სახლიდან არცერთი სტუმარი მშიერი არასდროს წასულა. მისი მომზადებული კერძებიდან მოწონებას ხშირად იმსახურებს კარტოფილის სუპი და ქლიავის ტორტი. როგორც ერთხელ მერკელმა ნიგერიის ყოფილ პრეზიდნეტს უთხრა, ყოველ დილით მეუღლისთვის საუზმეს თავად ამზადებს.

რაც შეეხება ანგელა მერკელის პირად ცხოვრებას, პირველი ქმარი ულრიხ მერკელი მესამე კურსზე გაიცნო, ყმაწვილიც ფიზიკას სწავლობდა. ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და ანგელა ქმრის გვარზე გადავიდა. 1981 წელს წყვილი დაშორდა, ერთი წლის შემდეგ კი ქორწინება ოფიციალურად შეწყდა. მოგვიანებით მერკელმა ყოფილ ქმართან ურთიერთობა ასე დაახასიათა: "ჩვენ დავქორწინდით იმიტომ, რომ ყველა ქორწინდებოდა. დღეს ეს ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ ქორწინებას არასერიოზულად მოვეკიდე, როგორც ჩანს, შევცდი".

მეორე ქმარი - იოაკიმ ზაუერი ქიმიკოსია. მასთან შეხვედრები ანგელამ 1984 წლიდან დაიწყო, 1998 წლის 39 დეკემბერს ისინი დაქორწინდნენ. პროფესორი ზაუერი ცოლის ინაუგურაციას არ დაესწრო, რადგანაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წყვილს უყვარს ოპერაში და ლაშქრობაში სიარული. იოაკიმ ზაუერს ოპერის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, გერმანულმა მედიამ "ოპერის მოჩვენება" შეარქვა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები