ავტორი:

მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი პირისპირ ხვდებიან - როგორია გერმანიის კანცლერის ვიზიტის განრიგი

მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი პირისპირ ხვდებიან - როგორია გერმანიის კანცლერის ვიზიტის განრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდება. პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში გერმანიის კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბახტაძისა და მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებულ ფორმატში გამართავენ, მისი დასრულების შემდეგ კი საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.

ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები