ავტორი:

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

„ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება“, - განაცხადა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემის საკითხი მერკელთან დღევანდელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დააყენეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათ გერმანიის კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს.

გერმანიის კანცლერს ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც დაუსვეს კითხვა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ საქართველოსას ნატო-ში. ამ კონსტელაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება. ამისდა მიუხედავად, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს მე შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობენ ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, სტანდარტები ჩვენი ქვედანაყოფების. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს გარკვეულ მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები