ავტორი:

"მოულოდნელი სიურპრიზი ვახშამზე" - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს II მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ტილო გადასცა

"მოულოდნელი სიურპრიზი ვახშამზე" - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს II მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ტილო გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გერმანიის ფედერალური კანცლერის Instagram-ის გვერდზე ვრცელდება. ინფორმაცია პრემიერ ბახტაძის მასპინძლობით გუშინ გამართულ ვახშამს შეეხება.

„ვახშამზე გერმანიის პრემიერ-მინისტრს მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს მერკელს გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც 1945 წელს, ომის შემდეგ გაუჩინარდა დრეზდენის მუზეუმიდან და პირველად საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი საქართველოში დარჩა“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანგელა მერკელმა საქართველო უკვე დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა მერკელს დახვდნენ გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც კანცლერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაესაუბრა. ანგელა მერკელი თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიაცილა.

მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა, რის ფარგლებშიც გუშინვე საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. დღეს უკვე კანცლერმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და თსუ-ს სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, შეხვედრის შემდეგ იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთანაც.

ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში მიემგზავრება, ამის შემდეგ კი მისი ვიზიტი აზერბაიჯანშია დაგეგმილი, რითაც კავკასიურ ტურნეს დაასრულებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები