ავტორი:

შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან და ვახშამზე ამღერებული კანცლერი - რა ფოტოებს აქვეყნებს "ინსტაგრამზე" მერკელი საქართველოში ვიზიტის შემდეგ

შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან და ვახშამზე ამღერებული კანცლერი - რა ფოტოებს აქვეყნებს "ინსტაგრამზე" მერკელი საქართველოში ვიზიტის შემდეგ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე საქართველოში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

გერმანიის კანცლერიმა საქართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა მერკელს დახვდნენ გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც კანცლერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაესაუბრა. ანგელა მერკელი თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიაცილა.

მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა, რის ფარგლებშიც გუშინვე საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. დღეს უკვე კანცლერმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და თსუ-ს სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, შეხვედრის შემდეგ იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთანაც, სადაც გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა, ამის შემდეგ კი მისი ვიზიტი აზერბაიჯანშია დაგეგმილი, რითაც კავკასიურ ტურნეს დაასრულებს.