ავტორი:

ჩეჩნეთის ტერაქტები ჩინოვნიკთა შვილების მონაწილეობით - ტერორიზმის კვალი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდის

ჩეჩნეთის ტერაქტები ჩინოვნიკთა შვილების მონაწილეობით - ტერორიზმის კვალი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდის

ჩეჩნეთში ბოლო ხანებში მომხდარი თავდასხმების ციკლი რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა, ისედაც ცხადი იყო. მერამდენე დღეა ქვეყანაში მასობრივი რეიდები და დაკავებები მიმდინარეობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ISIS-ი მაინც რისკავს და ამჯერად მაღალი თანამდებობის პირების შვილებთან ცდილობს “ურთიერთობას”, თანაც ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე პოლიციურ რესპუბლიკაში, რომლის ლიდერსაც რეგიონში უსაფრთხოების ყველაზე დიდი ამბიცია აქვს.

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს დილით გროზნოს ცენტრში, ლურსანოვასა და ისაევას ქუჩებზე Mercedes-ის მარკის ავტომობილით მოძრავი მამაკაცი თავს დაესხა პოლიციის ინსპექტორს, ძალოვნებმა ის და მასთან ერთად ავტომანქანაში მსხდომები ადგილზე მოკლეს, მათ შორის იყო 11 წლის მოზარდი.

იმავდროულად, შს სამინისტროს შალინსკის რაიონულ განყოფილებაში დანებით შეიარაღებული პირი შევარდა. დაჭრილია ორი პოლიციელი, თუმცა თავდამსხმელები ადგილზე მოკლეს.

Mercedes-ის მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია და ის 17 წლის ალი აჰმათჰანოვია, 2001 წლის გუდერმესის აფეთქებების სერიის თანამონაწილის, ხიზირ აჰმათჰანოვის უმცროსი ძმა, რომელიც დღემდე სასჯელს იხდის. იმ თავდასხმაში სულ 5 პირი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე უფროსი 17 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი 11-ის. ყველა მათგანი მოკლულია. შალინსკის რაიონის თავდასხმის დეტალები ზუსტდება. გარდა ამისა, სოფელ მესკერ-იურტში აფეთქება მოხდა, თუმცა ადგილობრივი მედია ჩეჩნეთის ხელისუფლების ბრძანების შემდეგ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია გუდერმესში ძალოვან უწყებებზე კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ, თუმცა, ტელეგრამ-არხი იუწყება, რომ სხვა ცნობები არც ამჯერად გავრცელებულა. ჩეჩნეთის შსს ყველანაირ კომენტარზე უარს ამბობს.

კიდევ ერთი ფაქტი გროზნოში მოხდა, რა დროსაც ასევე პოლიციის მანქანის აფეთქება სცადა ორმა პირმა, თუმცა მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს. ჩეჩნეთში ტერაქტების სერიის ორგანიზატორად “კადიროვცები” ქალაქ შალის მერის მოადგილის, მაგომედ მუსაევის ერთადერთ შვილს, რამზან მუსაევს მიიჩნევენ. გროზნოს ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიჭის მამა წყევლის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შვილის გადაბირებაში მონაწილეობდა.

გაკრვეული ეჭვების გამო, 2016 წელს მაგომედ მუსაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, როდესაც ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ის რატომღაც ისევ დააბრუნეს თანამდებობაზე.

კიდევ ერთ საეჭვო პირად მიჩნეულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილის, აპტი ალაუდინოვის შვილი. მაღალჩინოსანმა მამამაც იგივე გააკეთა, რაც მერის მოადგილემ. ამასთან დაკავშირებით მთელს ჩეჩნეთში რეიდები დაიწყო და მის ფარგლებში ათობით მოზარდი დააკავეს. მათი უმეტესობა თავდასხმის მონაწილეების ნათესავია, დანარჩენი კი მათ უბრალოდ იცნობდა. ზოგადად, ასეთი მასობრივი დაკავებების დროს, საქმის უმეტესობა დოკუმენტურად არ ფორმდება.

Эхо Кавказа-ს წყაროს ცნობით, ჩეჩენმა ძალოვნებმა ძირითადად 15-დან 23 წლამდე ახალგაზრდა ბიჭები აიყვანეს. მასობროვი რეიდები ჩატარდა სოფელ სერჟენ-იურტსა და ქალაქ შალიში. ზოგი მათგანი იმავე ღამეს გაათავისუფლეს, თუმცა, დანარჩენის ბედი ამ დრომდე უცნობია. Novaya gazeta-ს ცნობით, ბოლო დროს ჩეჩნეთში თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდები მოძველდა, თუნდაც იმიტომ, რომ თავად ტერორისტებმა შეცვალეს მიმართულება.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ პოლიციის განყოფილებები მუდმივად დაუკომპლექტებელია, რადგან იქ მოხვედრა “ძალიან ძვირი ღირს”. თანამშრომლების უმეტესობას უმაღლესი განათლება კი არა, საშუალო სკოლაც არ აქვთ დამთავრებული და რუსულადაც კი ვერ საუბრობენ. ისინი რამზან კადიროვის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, კარგად არიან ეკიპირებული და სწრაფი რეაგირებისთვის მეტ-ნაკლებად კარგად მომზადებული, თუმცა განათლება პრაქტიკულად არ აქვთ, რაც მუდმივად ქმნის პრობლემებს. თუმცა ამჯერად ჩეჩნეთი ახალი საფრთხის წინაშე დადგა. გამოცემის ცნობით, ექსტრემიზმის ქსელები უკვე გაბმულია და მას სახიფათო მასშტაბები აქვს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?