ავტორი:

მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს

მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს

თბილისში, მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, „თბილსერვისის“ სამსახური ცდილობდა, რომ ბიუსტისთვის საღებავი მოეშორებინა, თუმცა მისი მოშორება ჯერჯერობით ვერ შეძლეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.

„ვინაიდან საქმე ეხება ბიუსტს, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო და დაგვჭირდება ალბათ, სპეციალისტების ჩართვა, რომ მოვაშოროთ საღებავი. თბილისის მერია ყველანაირად ეცდება, რომ აღადგინოს ბიუსტის პირვანდელი სახე“, - განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

ფოტო: გიორგი ლილუაშვილი

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულის სახლის გადაწვა სცადეს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - "მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა"