ავტორი:

ფეხშიშველი ქალი ხელზე ბორკილებით შუაღამისას სახლებში ზარს რეკავს - აშშ-ს პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ფეხშიშველი ქალი ხელზე ბორკილებით შუაღამისას სახლებში ზარს რეკავს - აშშ-ს პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პოლიცია ეძებს უცნობ ქალს, რომელიც ფეხშიშველი, ხელებზე ბორკილებით ტეხასში სახლების კარებზე ზარს რეკავდა, შემდეგ კი სიბნელეში გაუჩინარდა. CNN-ის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი, სადაც ქალი ჩანს, პოლიციამ გაავრცელა.

კადრები ადგილობრივი დროით შუაღამეს, 3.20 საათზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი სახლთან მიდის და ზარს რეკავს. მას მაისური აცვია, ხელზე კი, სავარაუდოდ, ბორკილი აქვს შებმული.

ნახეთ ვიდეო : აშშ-ს პოლიცია ეძებს ქალს, რომელმაც ფეხშიშველმა, ხელებზე ბორკილებით კარზე ზარი დარეკა და შემდეგ გაუჩინარდა

„ყველას გვეძინა, ჩემი ქმარი ზარის ხმამ გააღვიძა, ვიღაცამ დაახლოებით 30-ჯერ დარეკა. გარეთ გავედით, არავინ დაგვხვდა. თითქოს ჰაერში გაუჩინარდა,“ - ამბობს მედიასთან ტეხასის ერთ-ერთი მცხოვრები.

CNN წერს, რომ ქალმა გასულ ღამეს სულ მცირე ხუთ სახლში დარეკა ზარი.

ლეიტენანტი სკოტ სპენსერი განცხადებაში აღნიშნავს, რომ გამოძიება „საეჭვო ინციდენტის“ გამო დაიწყო.

სამართალდამცველებმა შეისწავლეს ფოტოები, დაკითხეს ხალხი, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, ან მუშაობს. სპენსერი ვარაუდობს, რომ ქალი შესაძლოა იყოს კრიმინალის მსხვერპლი, რომელიც დახმარებას ითხოვს, თუმცა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ის რაიმე სქემაში იყოს ჩაბმული და მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ.

როგორი იქნება მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო, რომლის აშენებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა (+ფოტო)

ცოტნე ივანიშვილმა მამა დახატა - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილს შვილები

ბუნებრივი საშუალება ანთებითი პროცესების შესამცირებლად - რით განსხვავდება ე. წ. ჩინური კომბოსტო ჩვეულებრივი კომბოსტოსგან