ავტორი:

ცოტნე ივანიშვილმა მამა დახატა - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილს შვილები

ცოტნე ივანიშვილმა მამა დახატა - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს ბიძინა ივანიშვილს შვილები

18 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 65 წლის გახდა. დაბადების დღე მამას ორიგინალურად მიულოცა უმცროსმა შვილმა ცოტნე ივანიშვილმა - მან მამის პორტრეტი დახატა.

"დაბადების დღის საჩუქარი მამაჩემისთვის" - წერს ცოტნე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

ცოტნე ივანიშვილი დიდი ხანია ხატავს, ძირითადად ცხოველების, ბუნების ხატვა უყვარს. მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ...

ბერა ივანიშვილმა კი "ინსტაგრამზე" ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მამასთან ერთადაა აღბეჭდილი.