ავტორი:

"ბუნების მეგობარი სუპერმენის" პიროვნების კულტი - პუტინის ახალი ფოტოსესია ციმბირში

"ბუნების მეგობარი სუპერმენის" პიროვნების კულტი - პუტინის ახალი ფოტოსესია ციმბირში

პიროვნების კულტი - ეს მართვის ერთგვარი სტილია, როდესაც პოლიტიკური მოღვაწის როლის გადაჭარბებული გაზვიადება და მისთვის ისტორიის მსვლელობაზე გადამწყვეტი ზეგავლენის მიწერა ხდება. როგორც წესი, საკუთარი პიროვნების გაკულტება ახასიათებთ ავტორიტარ მმართველებს, რომელთაც ძირითადი პრობლემების გადაფარვა საკუთარი სიდიადის წარმოჩენით, საკუთარი შესაძლებლობების ხაზგასმით სურთ.ამის მაგალითი საბჭოთა კავშირი და იოსებ სტალინის მმართველობის წლებია, რომლის პირდაპირ მემკვიდრედაც კი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ამჟამინდელი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის სურათები თუ როგორ ატარებს ის შვებულებას ციმბირში. სურათებზე პუტინს აცვია სამხედრო ტანსაცმელი, დადის კლდეებზე, ტყეში, სიყვარულით აკვირდება მცენარეებს... ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დადგმული ფოტოსესიაა, როგორც გამოცდილ მოდელს იღებენ ხოლმე რაიმე კლიპში, სწორედ დადგმული და გადაღებული და ეს პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ ალბათ, წელს ზემოთ შიშველ "სუპერ გმირად" წარმოჩენილი პუტინის ფოტოები, რომელიც ხან თევზაობდა, ხან ნადირობდა...

მოგეხსენებათ, ციმბირი ძალიან მკაცრი კლიმატით გამოირჩევა, შემთხვევითი არ არის, რომ ფოტოებისთვის სწორედ ეს ადგილი შეარჩიეს. ამ ფოტოსესიამ უნდა აჩვენოს ხალხს, რომ რუსეთის ახლად არჩეული "ძველი" პრეზიდენტი კვლავ კარგ ფორმაშია და ყველაფერთან შეუძლია გამკლავება, ყველაფერი გამოსდის.

მან იცის პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც, იქნება ეს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, შეუძლია საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა, ტერორიზმთან ბრძოლა, ციმბირში დადის დასასვენებლად (ალბათ ნადირობს კიდეც), ჰოკეისაც თამაშობს, ძიუდოს "ბეჭდაუდებელი ფალავანია..." მოკლედ, ყველაფერი შეუძლია.

გასაგებია, რომ ეს არის პროპაგანდა, რომელმაც უნდა გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს. ახლა რუსეთში ყველაზე მეტად აღელვებთ საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვით საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის იზრდება 65 წლამდე, ხოლო ქალებისთვის 63 წლამდე. ეს ინფორმაცია პირველად 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გაჟღერდა. რეფორმამ მოქმედება 2019 წლიდან უნდა დაიწყოს. ამის გამო რუსეთში, სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, ძალიან ბევრი, ხელისუფლების მომხრეებიც კი, უკმაყოფილოები არიან ამ რეფორმით.

გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემაა რუსეთისთვის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლოს დაწესებული სანქციები, რომლის პირველი ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, თუმცა სახიფათო სანქციების მეორე ნაწილია. თუ 90 დღეში არ დადასტურდება, რომ რუსეთი ასრულებს აღნიშნულ და მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ ძალაში შევა სანქციების მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს:

  • ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემცირებას ან საერთოდ შეწყვეტას;
  • რუსეთში ამერიკული პროდუქციის ექსპორტის ფაქტობრივ შეწყვეტას, გარდა სურსათის პროდუქტებისა;
  • შეერთებულ შტატებში რუსული იმპორტის, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეწყვეტას;
  • ვაშინგტონის მიერ მოსკოვის კრედიტების დაბლოკვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხაზით;
  • შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ ავიაკომპანიის თვითმფრინავების დაშვებას, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლდება (მათ შორის "აეროფლოტი");
  • ამერიკული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის აკრძალვა. გაგრძელება +ფოტოგალერეა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები