ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილი უახლოეს მომავალში მის დაკავებას არ გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი უახლოეს მომავალში მის დაკავებას არ გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მისი დაკავება მოხდეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდგომ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი არ არის.

საგამოძიებო უწყების დატოვების შემდგომ მაჩალიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვის დროს ახალი კითხვები არ დასმულა და გამომძიებლები ძირითადად იმ კითხვებს სვამდნენ, რომლებიც მანამდეც ჰქონდათ დასმული.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 8 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

მაჩალიკაშვილის უფლებადამცველთა განცხადებით, მათ გაუთქმელობის ხელწერილი დადეს, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა თავადაც აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ორგანოში რაიმე ახალი კითხვები არ დასმულა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ