ავტორი:

თუ თქვენ მოზარდის მშობელი ხართ უნდა იცოდეთ, რა არის ნერდი და როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების შემდგომ წარმატებას

თუ თქვენ მოზარდის მშობელი ხართ უნდა იცოდეთ, რა არის ნერდი და როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების შემდგომ წარმატებას

სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ალბერტ აინშტაინი, ალან ტიურინგი, ნიკოლა ტესლა - ამ ადამიანებმა მსოფლიო შეცვალეს, თუმცა გარდა აღნიშნულისა, მათ კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ყველა ნერდები არიან. ეს არის მათი ხასიათის მთავარი შტრიხი, რამაც თითოეული მათგანის ასეთი წარმატება განაპირობა, თუმცა ცხოვრების საწყის ეტაპზე სწორედ ნერდობის გამო არაერთხელ გამხდარან დაცინვის, ბულინგის, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

თანამედროვე სამყაროში ხშირად ისმის ტერმინები: ნერდი, გიკი, ბულინგი, თუმცა მათი ზუსტი განმარტება ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახში გაცნობიერებული ჰქონდეთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა და მოზარდებს განვითარებისა და ჩამოყალიბების სწორი მიმათულება მისცენ, სწორად მართონ მათი ხასიათი და ნერდობა თუ გიკობა პოზიტიური გახადონ.

და მაინც რა არის ნერდი? ერთ-ერთი განმარტებით ნერდი არის ადამიანი, რომელიც სკოლაში ბეჯითი მოსწავლეა, უყვარს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომიქსები, სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის წიგნები და ამ ყველაფერში კარგადაც ერკვევა. ნერდები ხშირად უყურებენ ტელესერიალებს. ხასიათის კიდევ ერთი საერთო, მნიშვნელოვანი შტრიხი კი ისაა, რომ ისინი ნაკლებად სოციალურები არიან.

ნერდების ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში არა ერთი წიგნი დაიწერა და ფილმი შეიქმნა. ფილიპ ოზბორნის „ნერდის დღიური“ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ნერდების შესახებ, რომელიც ქართულად ითარგმნება და მალე წიგნის მაღაზიის თაროებზეც გამოჩნდება. წიგნი „პალიტრა L”-ის სერიის „ლიბერქიდსის“ ფარგლებში გამოიცემა. სერია განკუთვნილია მოზარდებისთვის 8-წლიდან.

ქართულ ენაზე ნათარგმნ „ნერდის დღიურს“ უკვე გაეცნო ბავშვთა ფსიქოლოგი ჯანა კახიანი, რომელიც მშობლებს ასეთი რეკომენდაციას სთავაზობს:

„დღეს მე წაკითხული მაქვს უამრავი წიგნი და მათი შინაარსი არ მახსოვს დეტალურად, თუმცა მახსოვს ის ემოცია, რომელიც ამ წიგნმა დატოვა. „ნერდის დღიურმა“ სწორედ ის დადებითი ემოცია დატოვა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მე ვფიქრობ, იგივე ემოცია ექნება მის ყველა მკითხველს. 21-ე საუკუნის თაობას ბევრი ინტერესი აქვს: კომპიუტერი, ფენტეზის ჟანრის ფილმები, თამაშები, კომიქსები. სწორედ ამიტომ ეს წიგნი ფილიპ ოზბორნმა დაახლოებით კომიქსის სტილში დაწერა. აქ აღწერილი არიან ნერდები. აქ კარგად ჩანს მშობლის როლი, ამიტომ აუცილებელია რომ მშობლებმაც წაიკითხონ. არ არის სწორი, როცა მშობლის ჩართულობა ნაკლებია, იმიტომ რომ ამ ასაკში ბავშვებს უყვართ თავისი მშობლებისთვის ამბების მოყოლა. მათ სწორად უნდა გავუგოთ და მათ განვითარებასაც სწორი მიმართულება უნდა მივცეთ,“ - განმარტავს ჯანა კახიანი.

ვიდეო: https://www.facebook.com/shenitaobisarchevani/videos/283819645540466/

„ლიბერქიდსის“ პროექტების მენეჯერის გიორგი კიკაბიძის განმარტებითაც, ეს არის აუცილებლად წასაკითხი წიგნი როგორც 8-წლიდან ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის, იმისთვის, რომ ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია შეძლონ.

„ეს წიგნი არის ადამიანებზე, რომლებიც არიან ძალიან განათლებულები, ნაკლებად სოციალურები და გააჩნიათ გამოკვეთილი ინტერესები. სამწუხაროდ, სკოლებში ასეთი ბავშვები ხშირად იჩაგრებიან. სწორედ ასეთია წიგნის მთავარი პერსონაჟიც. მას მეგობრების ვიწრო წრე ჰყავს. ის ცდილობს სკოლაში ყოველდღიურ ჩაგვრას გაექცეს და საკუთარი სამყარო შექმნას. მთავარ პერსონაჟთან ერთად, ბავშვი წიგნში ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა ტექნოლოგიების, თანამედროვეობის მიღწევების, ლიტერატურის, ხელოვნების მიმართულებით. წიგნში მრავლადაა კომიქსები, ფენტეზის და სამეცნიერო ელემენტებიც. ეს წიგნი განავითარებს ბავშვების წარმოსახვას და აამაღლებს მათ ზოგად განათლებას - განმარტავს გიორგი კიკაბიძე.

ნერდების შესახებ ამ საინტერესო წიგნის ყიდვას ქართველ მკითხველი უახლოეს მომავალში შეძლებს.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა