ავტორი:

აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი – „ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი – „ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 58 მაღაზიას და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს, აგვისტოს თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. „ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეული წიგნი, აგვისტოს თვის ბესტსელერია.

10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან

მზე მთვარე და პურის ყანა

ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა" სათავგადასავლო რომანია, სადაც ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავია აღწერილი. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/mze-mTvare-da-puris-yana/

სიყვარულის ორმოცი წესი

თურქი მწერლის ელიფ შაფაქის რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი” დაბეჭდვისთანავე ბესტსელერი გახდა. ის თანამედროვე ამერიკელი ქალის ცხოვრებაზე გიამბობთ. აქ ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/siyvarulis-ormoci-wesi-rbili-yda/

აღიარება ხელისგულზე

თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ რადა მოდებაძეზე გიამბობთ. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და "შენი ადამიანის" ძიებაზე.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/aRiareba-xelisgulze/

ნასესხები სიცოცხლე

„ნასესხები სიცოცხლე“ ერიხ მარია რემარკის შეუდარებელი ოსტატობით, არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/nasesxebi-sicocxle-rb-yda/

სხვა უდაბნოს საიდუმლო

ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ახალგაზრდა ქალზე გიამბობთ, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე:https://biblusi.ge/products/book/sxva-udabnos-saidumlo/

გროსმაისტერი

სოფო არდიას „გროსმაისტერი“ ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული, მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა. წიგნი წაკითხვისთანავე მოგნუსხავთ.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/grosmaisteri/

საოცრება

რ.ჯ პალაციოს რომანი „ აირჩიე სიკეთე – საოცრება“ პატარა ავგუსტ პულმანზე გიამბობთ. ის დეფორმირებული სახით დაიბადა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხართ, გეცოდინებათ, რა სიძნელეები ელის მას. წიგნში შეიტყობთ თუ როგორ შეხვდებიან ახალი თანაკლასელები და როგორ წარიმართება მისი ახალი ცხოვრება.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/airCie-sikeTe-saocreba/

ჯინსების თაობა

დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდას შესახებ გიამბობთ, რომლებმაც საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადეს. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/turaSvili-jinsebis-Taoba-qarTulad/

ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას" თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები მკითხველს ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/nu-moklav-jafaras-sulakauri/

კუპიდონი კრემლის კედელთან

საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევარის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს...

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/aka-kupidoni-kremlis-kedelTan/

საბავშვო ლიტერატურის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.ambebi.ge/article/227093-agvistos-10-qvelaze-gaqidvadi-cigni-biblusi-axal-reitings-akveqnebs/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს