ავტორი:

აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი – „ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

აგვისტოს 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი – „ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 58 მაღაზიას და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს, აგვისტოს თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. „ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეული წიგნი, აგვისტოს თვის ბესტსელერია.

წრიპა ბიჭის დღიური

მსოფლიოში ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიურის" 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული. მთავარი გმირი გრეგ ჰეფლი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, "შკაფებთან" ერთად ამყოფებენ, ისეთ "შკაფებთან" პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით...

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე:https://biblusi.ge/products/book/wripa-biWis-dRiuri/

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

წიგნის შესაძენად გადადის ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/Cemi-pirveli-kiTxvebis-da-pasuxebis-wigni/

წრიპა ბიჭის დღიური - დიდთოვლობა

გრეგ ჰეფლი დიდ შარშია. ის მთავარი ეჭვმიტანილია ვანდალიზმში – სკოლის კედლების დაზიანებაში სდებენ ბრალს. არადა უდანაშაულოა... თითქმის უდანაშაულო. გრეგმა იცის, რომ თოვლი დადნება თუ არა, პასუხს აგებინებენ, მაგრამ არსებობს ნეტა არდადეგებზე შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გამოკეტვაზე უარესი სასჯელი?

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wripa-biWis-dRiuri-6-didTovloba/

იგავ-არაკები – წიგნი ყველა ბავშვს

იგავ-არაკები პატარ-პატარა ამბებია, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. მათში აღწერილი ამბები ბევრს რამეს გასწავლის, რა არის კარგი და რა - ცუდი, მეგობრობა, სიკეთე და სამართლიანობა რომ ყოველთვის ამარცხებს სიავესა და ბოროტებას, სიყვარული რომ სიძულვილზე ძლიერია...

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wigni-yvela-bavSvs-igav-arakebi-1-lari/

წითელქუდა

ძმები გრიმების "წითელქუდა" ფრანჩესკა როსის ილუსტრაციებით ნებისმიერ ბავშვს მოეწონება. წიგნი ნებისმიერ პატარას თავს შეაყვარებს.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/5-l-wiTelquda/

პირველი სიტყვები (10 პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის)

ფერები, ციფრები, დრო, ფიგურები, შინაური და გარეული ცხოველები და კიდევ უამრავი საინტერესო, პატარა, ფერადი, ილუსტრირებული წიგნი თქვენი პატარების განვითარებისთვისაა განკუთვნილი.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე:https://biblusi.ge/products/book/asdfasfasdfasdfasdfasdf/

80 000 კილომეტრი წყალქვეშ

ჯიულ ვერნის წიგნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მთავარი პერსონაჟი პიერ ანორაკი ზღვის საზარელი ურჩხულის საძებნელად მიემგზავრება. თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ოკეანის ბნელსა და იდუმალ სიღრმეებში შეშლილ კაპიტან ნემოს ჩაუვარდება ტყვედ. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის VI - VII კლასიდან.

წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/moswavlis-arCevani-80-000-kilometri-wyalqveS-VI-VII-klasidan/

ალადინი

ათას ერთი ღამის ზღაპრებიდან - ალადინი, ფრანჩესკა როსის ილუსტრაციებით ნებისმიერ ბავშვზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას დატოვებს.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/5-l-aladini/

ბიბო და სხვა მოთხრობები

რევაზ ინანიშვილის წიგნში გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/mb-7-8-bibo-da-sxva-moTxrobebi/

წრიპა ბიჭის დღიური – როდრიკი უბერავს

ჯეფ კინის წიგნი „წრიპა ბიჭის დღიური – როდრიკი უბერავს" კიდევ ერთ საინტერესო თავგადასავალზე გიამბობთ. სჯობს საერთოდ არ ჰკითხოთ გრეგს, როგორც გაატარა ზაფხულის არდადეგები, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი ესიკვდილება. სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება და გრეგს უნდა საერთოდ დაივიწყოს ზაფხულის სამი თვე, განსაკუთრებით კი ერთი ამბავი...თუ რა ამბვია ეს, წიგნში შეიტყობთ.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wripa-biWis-dRiuri-2-rodriki-uberavs/

მხატვრული ლიტერატურის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.ambebi.ge/article/227092-agvistos-10-qvelaze-gaqidvadi-cigni-biblusi-axal-reitings-akveqnebs/

ზემოთ წარმოდგენილი წიგნების შეძენა შეგიძლიათ როგორც „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში ასევე ვებგვერდზე www.biblusi.ge –ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს