ავტორი:

როგორ უნდა მოიქცნენ პირველკლასელთა მშობლები, რომ ბავშვებს სკოლასთან შეგუება გაუადვილდეთ? - გამოცდილი მასწავლებლების რჩევები

როგორ უნდა მოიქცნენ პირველკლასელთა მშობლები, რომ ბავშვებს სკოლასთან შეგუება გაუადვილდეთ? - გამოცდილი მასწავლებლების რჩევები

რა უნდა ჰქონდეს სწავლის დაწყების პირველ დღეს პირველი კლასის მოსწავლეს თან? რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვებს გაუადვილდეთ სკოლასთან და ახალ გარემოსთან შეგუება?

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და თუნდაც პედაგოგები, როცა პირველკლასელს უჭირს სკოლასთან შეგუება? როგორი სამოსი უნდა ეცვას ბავშვს, რომ დისკომფორტი არ შეექმნას?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჭირვეულობს მოსწავლე და კლასში შემოსვლა არ უნდა, სახლში წასვლას ითხოვს? რა ხდება სწავლის დაწყების პირველ დღეს?

რა უნდა ვურჩიოთ მშობლებს, რომლებსაც პირველად მიჰყავთ შვილი სკოლაში?ამ კითხვებზე პასუხი,სამ სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის გამოცდილ პედაგოგს ვთხოვეთ:

ნატალია წიკლაური, დაწყებითი კლასის პედაგოგი:

- პირველი კლასის მოსწავლეს პირველ დღეს, როგორც წესი არაფერი არ მოაქვს - შესაძლოა, თუ უხარია, ჩანთა წამოიღოს და მისთვის სასურველი სასკოლო ნივთები ჩაალაგოს - პენალი, რამდენიმე ცალი რვეული, წყალი. ეს დღე არის მისალმების, მიღების, გაცნობის დღე, რომელიც რასაკვირველია, ღონისძიების სახით ტარდება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწავლის დაწყებამდე ვეხმიანებით მშობლებს, ვაცნობთ სასწავლო დღის დაწყების თარიღს და ვუსურვებთ წარმატებებს.

მოგეხსენებათ, რამდენად დიდი მნიშველობა აქვს მშობლებთან დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მათ ჩართვას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს თანამშრომლობას, ურთიერთგაგებასა და სასიამოვნო ატმოსფეროსშექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის ახალ გარემოსთან შეგუებას.

შუა ბავშვობა ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება, 6 წლის ასაკიდან და 11 წლამდე გრძელდება. ეს პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული სილაღით, ცნობისმოყვარეობით, შემეცნების სიყვარულით, მოქნილი მოძრაობის სწრაფი განვითარებით, თვითმართვის უნარის განვითარებით. აღნიშნულ პერიოდს სირთულეები ახლავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და მასწავლებელმა იმისათვის, რომ ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას და მის ემოციურად კარგად ყოფნას შეუწყოს ხელი.

ბავშვი მიდის სკოლაში, თამაშიდან გადადის დასწავლის ეტაპზე, მან მოთხოვნით უნდა გააკეთოს ისეთი დავალებები, რაც ნაკლებად სასიამოვნო შეიძლება იყოს მისთვის. სასკოლო გარემო და მისი მოთხოვნები ბავშვისთვის უცხო და სრულიად ახალია. იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს ახალ გარემოს და ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს სასკოლო სიტუაცია, მზად უნდა იყოს სკოლისთვის.უფრო მეტად უჭირთ კონტაქტის დამყარება და ზოგადად ადაპტაცია იმ ბავშვებს, რომლებიც არ დადიან საბავშვო ბაღში ან სკოლასთან არსებულ სკოლამდელ აღზრდის ჯგუფებში, რომელთაც სპეციალური სასკოლო მზაობის პროგრამა აქვთ შემუშავებული.

პროგრამის შედეგად, ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები. თუმცა, ეს სახლის პირობებშიც შესაძლოა მოახერხოს მშობელმა, თუ ის აქტიურად იქნება ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. დღეს, სწორედ ამ პრობლემას უფრო ვაწყდებით, ვინაიდან მშობლებს შვილებისთვის ფაქტობრივად აღარ სცალიათ, დაკავებულნი არიან სამსახურის საქმეებით.

მშობლები უნდა აკვირდებოდნენ ბავშვებს, ეცნობოდნენ მათ უნარ-შესაძლებლობებს, უსმენდნენ. ხშირად, იმის ნაცვლად, რომ მოვუსმინოთ ბავშვს, მოთხოვნებს ვუყენებთ, ეს ძალიან აღიზიანებთ და აგრესიას იწვევს მათში, რაც ბუნებრივია. სკოლაში მისვლამდე უნდა ეცადოს მშობელი ესაუბროს მათ, დადებითი განწობა შეუქმნას სკოლაზე. ხშირად მშობლებს უნდათ შვილებმა უკვე იცოდნენ წერა-კითხვა.

გასაგებია, ყველას მშობელს სურს წარმატებული შვილი ჰყავდეს, მაგრამ სულაც არ არის საჭირო მან სკოლაში მისვლამდე იცოდეს ეს. მშობლის დამოკიდებულებას კარგად გრძნობს ბავშვი, ამიტომ საჭიროა თავად მშობელი იყოს დადებითად განწყობილი, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ზედმეტი მოთხოვნები არ წაუყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი დღე და ამიტომაც, როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელი განსაკუთრებულად უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის.

შევუქმნათ მას ამაღლებული განწყობა, შევაქოთ, ვაგრძნობინოთ, რომ ძალიან გვიხარია მისი სკოლაში მისვლა. თუნდაც იმით, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება, ნამდვილ მოსწავლეს ჰგავს, შევუქმნათ შესაბამისი გარემო. განაგრძეთ კითხვა

ნინა სუბლატი დედა გახდა - ახალშობილის ფოტო მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მამა არ მოკლავდა თავის შვილს, 1500 ლარი მისცა, "კვადრო" უყიდა" - გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მეორე დას განსხვავებული პოზიცია აქვს

"დაზიანდა მატარებელი" - მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო