ავტორი:

"პრეზიდენტობის კანდიდატი" აბსურდული დაპირებებით, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოატყუა, არ არსებობს

"პრეზიდენტობის კანდიდატი" აბსურდული დაპირებებით, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოატყუა, არ არსებობს

"ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლები უკვე რამდენიმე დღეა აზიარებენ პოსტებს, რომლის ავტორად გიორგი ასათიანია მითითებული. ასათიანის "ფეისბუქის" გვერდზე აღნიშნულია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია.

ამ სახელით წინასაარჩევნო დაპირებების გაცემა 28 აგვისტოდან დაიწყო. ინტერნეტმომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „დაპირება“ ქალიშვილობის მოწმობების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ტესტირების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მოსწავლეები მხოლოდ 9 კლასის დამამთავრებელ ატესტატს მიიღებენ.

გიორგი ასათიანის სტატუსებს სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ქართველი მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ. „საპრეზიდენტო კანდიდატის“ დაპირებები არაერთხელ გაშუქდა ონლაინ-მედიაშიც. სხვადასხვა საიტმა აქტიურად შეუწყო ხელი "პრეზიდენტობის მსურველი" ასათიანის პოპულარიზაციას როგორც სოციალურ ქსელში, ისე ინტერნეტსივრცეში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი ასათიანი დარეგისტრირებული არ არის. მეტიც - ფოტოზე, რომელიც პროფილის სურათად არის გამოყენებული, როგორც ჟურნალისტი სანდრო ჯუფალაკიანი წერს, რუმინელი პოლიტიკოსი, იონ ტომასია ასახული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები