ავტორი:

როგორი ამინდი იქნება სექტემბრის პირველ დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება სექტემბრის პირველ დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი

5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. როგორც AMBEBI.GE გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლოა იწვიმოს.

ამასთან, 3-4 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მ/წ–ში იქნება.

5 სექტემბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში - დღისით ჰაერის ტემპერატურა 29–34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

5 სექტემბრამდე თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია ღამისა და საღამოს საათებში იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 27–29 გრადუსის ფარგლებში იქნება;

იხილეთ ვიდეო: როგორი ამინდია მოსალოდნელი შემოდგომის პირველ დღეებში?

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ