ინტერნეტში Windows 8-ზე ინფორმაცია გამოჩნდა

ინტერნეტში Windows 8-ზე ინფორმაცია გამოჩნდა

იტალიურმა საიტმა Windowsette გამოამზეურა რამდენიმე სლაიდი კორპორაცია Microsoft-ში გამართული შიდა პრეზენტაციიდან, რომელიც ახალ საოპერაცო სისტემას Windows 8-ს მიეძღვნა.

სავარაუდოდ, ახალი სისტემა უფრო ჩქარი იქნება და შეამცირებს იმ აპარატის ენერგომოხმარებას, რომელზეც დამონტაჟდება. მას მოიხმარენ როგორც ჩვეულებრივი სამაგიდო კომპიუტერები, ისე ნოუთბუქები და პლანშეტური აპარატები. კომპიუტერები, რომლებზეც Windows 8 იქნება დაყენებული, მყისიერად ჩაირთვება.

Microsoft-ში ვარაუდობენ, რომ მაგიდის კომპიუტერები მონობლოკები გახდება. პროტოტიპს სენსორული ეკრანი აქვს, რომლის დიაგონალი 17-დან 30 დიუმამდე განისაზღვრება. კომპიუტერი აღჭურვილია მაღალხარისხიანი გადამღები ვიდეოკამერით, ასევე Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის მოდულებით.

Windows 8-ის გამოსვლის ზუსტი ვადები არ სახელდება, თუმცა სლაიდიდან ირკვევა, რომ ეს 2012 წლისთვის იგეგმება. კორპორაციის თანამშრომელთა ვარაუდით, ამ დროისთვის ვებ-კამერები ისე იქნება გავრცელებული, რომ მათ სისტემაში შესული მომხმარებლის ამოსაცნობადაც გამოიყენებენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)