ავტორი:

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 22 სექტემბრამდე - ასტროლოგის რეკომენდაციები

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 22 სექტემბრამდე - ასტროლოგის რეკომენდაციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"სულ მალე - 6 სექტემბერს დილის 6:40-ზე ჩვენი მენტალობისა და გონების მმართველი პლანეტა-მერკური ტოვებს ლომის ზოდიაქოს და თავისი მმართველობის ნიშანში - ქალწულში გადადის. აზროვნება გახდება მეტად უფრო პრაქტიკული, რეალურ შედეგებზე გათვლილი, წინ წამოიწევს გრძელვადიან საქმეებზე მუშაობის სურვილი, ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება. გართობები უკანა პლანზე გადავა... თუმცა ამავდროულად გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ზედმეტმა ჩაკირკიტებამ წვრილმანებისადმი, პრეტენზიულობამ, ეჭვიანობამ, თუ გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენამ, გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები. ადამიანები შესაძლოა ცოტა უფრო მეტად კრიტიკულები და დოგმატურები გახდნენ თავიანთ საუბრებში. სამაგიეროდ, მშვენიერი პერიოდია ფინანსური და საქმიანი აქტიობებისათვის, რადგან როგორც იცით, მერკური არამარტო ურთიერთობებს კურირებს, არამედ ის კომერცისაც წარმართავს.

ვისაც პლანეტა მერკური ქალწულში, ან სხვა მიწის ნიშნებში ჰყავთ, უკვე თამამად შეუძლიათ დაგეგმილი საქმეები წამოიწყონ. ხელი შეეწყობათ ასევე მათაც, ვისაც ქალწულის, თხისრქის ან კუროს ნიშანი აქტიური ჰყავთ. დანარჩენებსაც, ცხადია, არ გვაწყენს, თუ მეტ ლოგიკურობას და პრაქტიციზმს გამოვიჩენთ. ამის საფუძველს ამ კვირაში მერკურის შესანიშნავი, ჰარმონიული ასპექტები მოგვცემენ სატურნთან და ურანთან. მომდევნო პერიოდის კონფიგურაციებზე თავის დროზე მოგახსენებთ.

მერკურის ვიზიტი ქალწულის ნიშანში მხოლოდ 22 სექტემბრამდე გაგრძელდება".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ