კომპანიამ Cisco ბიზნეს-პლანშეტი წარმოადგინა

კომპანიამ Cisco ბიზნეს-პლანშეტი წარმოადგინა

კომპანიამ Cisco ბიზნეს-პლანშეტი Cius წარმოადგინა. კომპანიის მესვეურთა ჩანაფიქრით, ეს მოწყობილობა მობილური კავშირისა და კოლექტიური მუშაობის საშუალებას წარმოადგენს.

პლანშეტი აღჭურვილია შვიდდიუმიანი სენსორული ეკრანით, მიკროფონითა და ორი ვიდეოკამერით. ერთი კამერა განკუთვნილია მაღალი ხარისხის, 720p ფორმატის ვიდეოს გადასაღებად და გამოიყენება ვიდეოზარებისთვის. მეორე, ხუთ-მეგაპიქსელიანი კამერა პლანშეტის უკანა პანელზეა განთავსებული და მისი დანიშნულება ვიდეორგოლებისა და ფოტოების გადაღებაა.    

Cius აღჭურვილია 3G, Wi-Fi (a/b/g/n), Bluetooth 3.0 მოდულებით. პლანშეტს ასევე შეუძლია მუშაობა მობილური კავშირის მეოთხე თაობის ქსელში და აღჭურვილია პორტებით micro-USB და HD DisplayPort, რომელიც გამოიყენება HD-ვიდეოს გადაცემისთვის.

პლანშეტი Google Android-ის მობილური ოპერაციული სისტემით მუშაობს. მისი წონა 520 გრამია, ავტონომიურ რეჟიმში კი რვა საათს მუშაობს. პირველ შემკვეთებს Cius უკვე ამ წლის მესამე კვარტალში ექნებათ, თუმცა მისი ფასი ჯერ უცნობია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)