ავტორი:

"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს

"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს და უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

ამის შესახებ სარალიძემ ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტი შეაფასა.

"დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს. "ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი. კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე, 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ამიტომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აქციების დაწყებას გეგმავს.

მოკლული მოზარდის მამა არ აკონკრეტებს აქციაზე რა მოთხოვნები ექნება და ამბობს, რომ ეს 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.

"კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

"ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე 11-ე კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები