შვედეთის ქალაქ ისტადში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, საქართველოს მე-2 ჩოგანმა ოქსანა კალაშნიკოვამ ორი გამარჯვების მოპოვება მოასწრო.
ერთეულთა გათამაშებაში მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონამ ჰოლანდიელი რიჩელ ჰოგენკამპი 6:3, 6:3 დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში ებრაელ იულია გლუშკოს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვამა და კანადელმა ელ ტაბახმა (მე-2 განთესვა) შვედებს – ოსადჩენკოსა და საარი-ბისტრომს 6:4, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში უკრაინულ დუეტს (არეფიევა-ლიტოვჩენკო) დაუპირისპირდებიან.
სკანდინავიურ ტურნირზევე სოფო ქვაცაბაია მასპინძელ ანა ბრაჟნიკოვასთან მოსინჯავს ძალებს, წყვილებში კი სოფომ და ბრაზილიელ სენინიმ (მე-4 რეიტინგი) შვედებს ლარსონსა და ნჯუკის 6:1, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში ბრაზილიურ-რუსულ ტანდემს (ერმენეგილდო-პიმკინა) შეერკინებიან.
ფრანგულ მონ-დე-მარსანში ასევე 25-ათასიან ტურნირში იასპარეზებს სოფო შაფათავა, რომლის პირველი მეტოქეც ესპანელი მარია-ტერესა ტორო-ფლორო იქნება. წყვილებში შაფათავა და ანა ჯიქია მე-2 რეიტინგის მქონე ბელორუსულ-ფრანგულ დუეტს (კურიანოვიჩი-ლორენდონი) ეთამაშებიან.
მანანა შაფაქიძე პოლონეთში ტორუნის 25-ათასიან ტურნირის საწყის რაუნდში კვალიფიკაციაგავლილ მასპინძელ ბარბარა სობასკიევიჩს გაეჯიბრება, წყვილებში კი შაფაქიძისა და ბელორუსი მილევსკაიას მე-3 ნომრად განთესილი ტანდემი იტალიელ კუერსიას და რუს შამაიკოს დაუპირისპირდება.