ავტორი:

მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი - რესურსები, რომელსაც სახელმწიფო არ იყენებს

მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი - რესურსები, რომელსაც სახელმწიფო არ იყენებს

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5,5 პროცენტამდე აწია. ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი მაკალათიას შეფასებით, აღნიშნული პროგნოზი სავსებით რეალისტური, მაგრამ არასაკმარისია.

როგორც მაკალათია აღნიშნავს, იმისათვის, რომ გვქონდეს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს, სახელმწიფომ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა აამუშაოს, რომელიც დღეს შესაძლოა მიძინებული იყოს.

„ჩვენ გვაქვს აქტივები, რომლებსაც არ ვიყენებთ. საუბარია, აქტივებზე, რომლებიც არის სახელმწიფოს საკუთრება და რომლის ეკონომიკური ღირებულებაც ნულის ტოლია. მათ არც სახელმწიფო აწარმოებს, არც კერძო სექტორი და შესაბამისად, მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი აქვს. ეს აქტივებია:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლის 70%-ც, (მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით) სახელმწიფო საკუთრებაა. იმისთვის, რომ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს მათი მოსახლეობაზე განკერძოებაა საჭირო.

წიაღისეული რესურსი - საქართველოში დაახლოებით 960 საბადო და ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვების გამოვლინებაა, რაც 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა. ამ აქტივებზე 61 ლიცენზიაა გაცემული, რომელიც გარკვეულ პერიოდს მოიცავს. ლიცენზიის მფლობელის ინტერესში კი არ შედის, რომ მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიტანოს, მისი მთავარი ინტერესია დროულად იშოვოს ფული და წიაღისეული დაბალი ტექნოლოგიით მოიპოვოს. განაგრძეთ კითხვა

სად და რა ფასად ყიდის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს

ლარი დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით გამყარდა - როგორია ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

საქართველოში მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა იზრდება - რომელი ქვეყნიდან რამდენი მლნ დოლარის "მეორადები" შემოდის