ავტორი:

საქართველოში მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა იზრდება - რომელი ქვეყნიდან რამდენი მლნ დოლარის "მეორადები" შემოდის

საქართველოში მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა იზრდება - რომელი ქვეყნიდან რამდენი მლნ დოლარის "მეორადები" შემოდის

მსოფლიოს ანალოგიურად საქართველოშიც მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა იზრდება.

მართალია მცირედით, თუმცა გაზრდილი იმპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 4 თვეში (იანვარ-აპრილი) ჯამში, 5,633 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2020-ის ანალოგიურ პერიოდში - 5,557 მლნ აშშ დოლარის. გასულ წელს მთლიანად კი - 18,497 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წელს საქართველომ მეორადი ტანსაცმელი შეიძინა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 1,866 მლნ აშშ
  • - 499.8 ათასი აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 343.4 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 366.6 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 253.6 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 245.3 ათასი აშშ დოლარი
  • ტუნისი - 201.6 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 204.3 ათასი აშ დოლარი
  • იტალია - 146.3 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 66.2 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, მცირე რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი შემოდის: სომხეთიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან, ერაყიდან, ისრაელიდან, ქუვეითიდან, ლიეტუვადან, ახალი ზელანდიიდან, ნიგერიიდან, ნორვეგიიდან, პაკისტანიდან, ფილიპინებიდან, რუსეთიდან, შვედეთიდან და თურქმენეთიდან.

აღსანიშნავია, რომ second-hand მოდის ინდუსტრიაში ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია. Reuter-ის ინფორმაციით, მეორადი ტანსაცმლის შვედური ონლაინ-მაღაზია Sellpy, რომლის საკონტროლო პაკეტიც მოდის გიგანტ H&M-ს ეკუთვნის, გაყიდვებს ევროპის კიდევ 20 ქვეყანაში იწყებს. ამის მიზეზი კი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნაა. ფრანგულმა ჰიპერმარკეტების ქსელ Auchan-მა კი second-hand-ის სექციები უკვე 120 მარკეტში განათავსა. წაიკითხეთ სრულად

ლარი დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით გამყარდა - როგორია ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

"კომპანია "კოკა კოლა" არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას" - Coca-Cola Bottlers Georgia თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი ყიდვისას