ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51 ათასით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 4 436 400 კაცი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტი, ანუ 2 350 500 კაცი - ქალაქებში, ხოლო 47 პროცენტი - 2 085 900 კაცი სოფლებში ცხოვრობს.

მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება 2009 წლის 1 იანვართან შედარებით აღინიშნება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა 3,4%-ით გაიზარდა, ქვემო ქართლში - 2,3%-ით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1,5%-ით.

ამასთან "საქსტატის" ინფორმაციით, მოსახლეობის უმნიშვნელო შემცირება აღინიშნება შიდა ქართლისა (-0,8%) და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (-0,2%) რეგიონებში რომელიც ძირითადად გამოწვეულია აღნიშნული რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციით ქვეყნის სხვა რეგიონებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების შესაფასებლად გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთა შესახებ, სადაც ასახულია ქვეყანაში წლის განმავლობაში შემოსულთა და გასულთა რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე წინა წლებისაგან განსხვავებით, 2009 წელს ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეინიშნება: 2008 წელს მიგრაციულმა სალდომ -10,2 ათასი, ხოლო 2009 წელს 34,2 ათასი კაცი შეადგინა (ანუ 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე გავიდა).

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"