ავტორი:

ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა

ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 60 წლამდე მამაკაცი და მისი რძალი დილით რთველში მიდიოდნენ, რა დროსაც მათ მტაცებელი დაესხა თავს. ისინი წნორის კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და მაღაზიას შეეჯახა - დაშავებულია სამი ადამიანი

გორში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს