ავტორი:

ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და მაღაზიას შეეჯახა - დაშავებულია სამი ადამიანი

ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და მაღაზიას შეეჯახა - დაშავებულია სამი ადამიანი

ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და იქვე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას შეეჯახა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გორში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია დღეს ქვეყანაში და რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე