ავტორი:

რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, გუშინ, თანამდებობა დატოვეს განათლების მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა. გათავისუფლდნენ ასევე: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი; განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით, 136 339,29 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია მიმინოშვილის ბოლო, მიმდინარე წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული. დეკლარაციის მიხედვით, მიმინოშვილი ფლობს 340 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას ჯამში, 108,529.46 ლარი ჰქონდა.

თამარ სანიკიძის შემოსავალმა კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტზე 2017 წლის განმავლობაში 55 033 ლარი შეადგინა. სანიკიძე ფლობს 91,93 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; მსუბუქი ავტომობილს BMW X5 (რომელიც სხვა პირზეა გაფორმებული). მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 3 265,07 დოლარი ჰქონდა.

განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის შემოსავალმა კი წინა წელს 62 870,86 ლარი შეადგინა. ამასთან, გიგაური ფლობს 62,52 კვ. მეტრის ბინას თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში საანკო ანგარიშებზე ჯამში, 449,17 დოლარი; 70,84 ევრო და 5 318.24 ლარი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები