ავტორი:

"არ გამითიშოთ, მელაპარაკეთ, ვკვდები..." - ტერაქტისას გარდაცვლილი ადამიანების ბოლო სატელეფონო საუბრები

"არ გამითიშოთ, მელაპარაკეთ, ვკვდები..." - ტერაქტისას გარდაცვლილი ადამიანების ბოლო სატელეფონო საუბრები

აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. 2001 წელს ტერორისტებმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლეს. მათმა ნაწილმა სიკვდილის წინ ახლობლებთან დარეკვა და დამშვიდობება მოასწრო, ნაწილმა კი - სამაშველო სამსახურებს სთხოვა დახმარება.

სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების შესახებ გამოცემა The Independent წერს.

მელისა დოი

32 წლის მელისა დოი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 83-ე სართულზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, ხუთ ადამიანთან ერთად ოფისიდან გასვლას ამაოდ ცდილობდა. გარდაცვალებამდე ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დისპეტჩერს ესაუბრა.

მას ჰკითხეს, ვინმე თუ მივიდა მის დასახმარებლად :

„ჯერჯერობით, არავინ, მთლიანი სართული ინგრევა, იატაკზე ვწევართ და ვერ ვსუნთქავთ, ძალიან ცხელა, ძალიან... შეგიძლიათ, არ გამითიშოთ და მელაპარაკოთ, მგონია, რომ ვკვდები...“ - პასუხობს ჩანაწერში დოი.

კევინ კოსგრუვი

46 წლის კროსგრუვი თავდასხმის შედეგად იმავე შენობაში ჩარჩა და სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკა.

„ახალგაზრდები ვართ, ჯერ არ ვართ მზად სიკვდილისთვის. ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, დავურეკე და ვუთხარი, რომ შენობიდან უკვე გავდიოდი და კარგად ვარ და....“ - სატელეფონო საუბარი კევინის ყვირილმა დაასრულა, შენობა ჩამოინგრა.

ბეტი ონგი

ბეტი American Airlines-ის ბორტგამცილებელი იყო, თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა. მან ავიაკომპანიას თვითმფრინავის გატაცების და ეკიპაჟის წევრების დაჭრის შესახებ შეატყობინა. მან სხვა მნიშვნელოვანი დეტალების თქმაც მოასწრო.

მფრინავის კაბინა დაბლოკილია, ბიზნესკლასში დაჭრილები არიან, სუნთქვა გვიჭირს, სავარაუდოდ, გაგვიტაცეს

2001 წელს, 11 სექტემბერს თავდამსხმელებმა 2,997 ადამიანი მოკლეს.

ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ- 767" ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ- 757" ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში ეჯახება პენტაგონის დასავლეთ ნაწილს დილის 9:37 სთ-ზე, რითაც შეიწირა ბორტზე მყოფი 59 სიცოცხლე. შეჯახების შედეგად ადგილზევე დაიღუპა შენობაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო 125 პირი.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის