ავტორი:

"რატომ გველაპარაკებით ისე, თითქოს, თქვენ ზევით ხართ და ჩვენ ქვევით?" - სალომე ზურაბიშვილის პასუხი ინგა გრიგოლიას

"რატომ გველაპარაკებით ისე, თითქოს, თქვენ ზევით ხართ და ჩვენ ქვევით?" - სალომე ზურაბიშვილის პასუხი ინგა გრიგოლიას

"პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ რატომ ელაპარაკება ჟურნალისტებს ისე, თითქოს მათ ზევიდან უყურებდეს.

„ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს. მე ჩემს ტვინს გავანძრევ პირველ რიგში“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა.

"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ომი 1801 წლიდან დაიწყო. „მე არაფერს ვამტკიცებ. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის, რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, არის ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, არაფერი მცოდნია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები